| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

იაკობ გოგებაშვილის სახელობის ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დანდალოს N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი დიდი წარმატებით დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ იქ მე-4 კლასის მოსწავლეებმა მომავალ პირველკლასელებს უმასპინძლეს, პატარა ზეიმი მოუწყვეს და თავიანთი მერხები გადაულოცეს.
მეოთხეკლასელები პირველ დამრიგებელს - ნესტან შერვაშიძეს გამოემშვიდობნენ, რომელიც მათ 4 წლის განმავლობაში მზრუნველობასა და სითბოს არ აკლებდა.
სკოლის დირექცია მადლობას უხდის ბავშვებსა და დამრიგებელს, თბილი საღამოს მომზადებისთვის და მშობლებს კი, სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობასა და მხარდაჭერისთვის.
„ჩვენ მზად ვართ, მივიღოთ ახალი თაობა, რომელთაც ვპირდებით დედობრივ სიყვარულს, თბილ და პოზიტიურ გარემოს და აღმზრდელობით პასუხისმგებლობას“,- ასე მიმართა ბაღის აღმზრდელებსა და მშობლებს სკოლის დირექტორმა - ინგა ბერიძემ.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მესამე შანსი ორჯერ ჩაჭრილი აბიტურიენტებისთვის - NAEC ხელახალ რეგისტრაციას აცხადებს
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ