სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

2 რესურსცენტრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
06-06-2018
-
+


გორისა და ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრებს ახალი ხელმძღვანელები ჰყავთ.

გორის რესურსცენტრის უფროსად ნანა ტერმაკოზაშვილი დაინიშნა, ხოლო ხარაგაულის რესურსცენტრს მარინე ვეფხვაძე უხელმძღვანელებს. 

ნანა ტერმაკოზაშვილი სხვადასხვა დროს საგანმანათლებლო სფეროში მუშაობდა, არის სერტიფიცირებული პედაგოგი. 

რაც შეეხება მარინე ვეფხვაძეს, იგი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2014-2018 წლებში განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარედ მუშაობდა.

6 საგანმანათლებლო რესურსცენტრი კი ახალი უფროსის მოლოდინშია. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შვიდი საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებულად ღია კონკურსი რამდენიმე თვის წინ გამოაცხადა.

ამის შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ბადრი ვაშაკიძემ თანამდებობა დატოვა.

როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში Etaloni.ge-ს განუცხადეს, იმ რეგიონებში, სადაც ახალი უფროსები კონკურსის შედეგად ვერ შეირჩა, ხელახალი კონკურსი გამოცხადდება:

„მხოლოდ 2 რეგიონს ჰყავს რესურსცენტრის ახალი უფროსი. რაც შეეხება დანარჩენ რეგიონებს, იქ ვერ მოხერხდა ახალი ხელმღვანელების შერჩევა. მაღალი ალბათობით, ხელახლა გამოცხადდება კონკურსი,“ - აღნიშნეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

ცნობილია, რომელ სკოლებს მიენიჭება პრიორიტეტი - რეგისტრაციის ბოლო ვადა 25 სექტემბერია

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის ეზო მხიარულებით და მოსწავლეთა გაბრწყინებული სახეებით აივსო

„ახალი სასწავლო წლის მოახლოება ყოველთვის დიდ ემოციებთან და სამზადისთანაა დაკავშირებული“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება