სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გორელოვკის N2 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა ნაყოფიერი ოთხი წელი ღონისძიებით შეაჯამეს 
10-06-2024
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N2 საჯარო სკოლაში დიდი ჟრიამული და ხალისი იყო. 

ამის მიზეზი მე-4 კლასის მოსწავლეთა შემოქმედებითი ღონისძიებაა. მის ფარგლებში, მეოთხეკლასელებმა დამრიგებელ გაიანე კიურეღიანს მადლობა გადაუხადეს, ლექსები წაიკითხეს და დამრიგებელთან ერთად, სკოლაში გადგმული პირველი ნაბიჯები გაიხსენეს. 

გარდა ამისა, მოსწავლეებმა იმღერეს და როლური თამაშები გამართეს. ბოლოს, კლასის დამრიგებელმა გაიანე კიურეღიანმა მათ მოახლოებული სასწავლო წლის დასასრული წინასწარ მიულოცა და წარმატებები უსურვა. მის მილოცვას სკოლის დირექტორი - სასნუჰი კიურეღიანი და სკოლის დირექტორის მოადგილე - ლეილი მარკოსიანი შეუერთდნენ.

ღონისძიების ბოლოს, მოსწავლეებს სიგელები გადაეცათ. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა მშობლებმა პედაგოგს, დაუღალავი შრომისთვის, მადლობის ნიშნად, დიპლომი უსახსოვრეს. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სასკოლო ფორმას სხვას ვერ შეაკერინებთ - „მშობელი ვალდებულია სახელმწიფოსგან იყიდოს“

უქმდება სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამა - ეხებათ თუ არა ცვლილება მოქმედ სტუდენტებს

სპეცმასწავლებლებლების საყურადღებოდ - მთავარი ცვლილებები სტანდარტსა და კადრების გადამზადებას შეეხება

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი მუსიკალური, ლიტერატურული და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს

სკოლის ადმინისტრაციამ წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება