სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„პროფესია თუ ჰობი“- ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებისთვის საინტერესო აქტივობა გაიმართა
10-06-2024
-
+


ბათუმის N8 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ყოველთვის საინტერესო, შემოქმედებით და განვითარებაზე ორიენტირებულ აქტივობებს სთავაზობენ. 

ამჯერად, გამორჩეული აქტივობა - „პროფესია თუ ჰობი" პედაგოგ ირმა დევაძის სადამრიგებლო  IIე კლასის მოსწავლებისთვის გაიმართა. მის ფარგლებში, პატარა მოსწავლეები უფროს მეგობრებს - აჩი ჯაიანს (ტიკტოკერი, ბლოგერი, იუთუბერი, ფეხბურთელი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტი), ლუკა ხალვაშსა და ირაკლი სხილაძეს ( Xე კლასის მოსწავლეები, ჰობი - ხატვა, მუსიკა) შეხვდნენ.

კლასში სტუმრებმა თავიანთ საქმიანობაზე, გატაცებაზე, მიღწევებზე ისაუბრეს. მათ ვრცლად უპასუხეს მოსწავლეთა შეკითხვებს და ისაუბრეს: ფეხბურთსა და გამოჩენილ ფეხბურთელებზე, ხეზე წვით ხატვის ხერხებზე, მასთან დაკავშირებულ უსაფრთხოების  დაცვის წესებზე და იმაზე, თუ რა ძალა აქვს მუსიკას ადამიანისთვის.

ბავშვებმა დაათვალიერეს ნახატები, შეასრულეს ხეზე წვით ხატვა და მოისმინეს სიმღერები. გარდა ამისა, რამდენიმე აკორდი გიტარაზე დაუკრეს. აღსანიშნავი, რომ პატარებმა თავი სიმღერითა და ცეკვით წარმოიჩინეს.

მეორეკლასელები დაესწრნენ საფეხბურთო მასტერკლასს და ავტოგრაფიც მიიღეს.               

„შეიძლება ადამიანს ჰქონდეს რაიმე გატაცება. ის, რაც ერთი ადამიანისთვის პროფესიაა, შეიძლება მეორისთვის იყოს ჰობი. სწორედ ამ მიზნით გაიმართა აქტივობა. სამივე შეხვედრა ძალიან საინტერესო, სახალისო და დასამახსოვრებელი იყო. IIე კლასის მოსწავლეებს დიდხანს გაჰყვებათ მიღებული ემოცია და შთაბეჭდილება“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას

სკოლის დირექტორმა, ნინო ღლონტმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა

სასკოლო საზოგადოების გულთბილმა დახვედრამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება