სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ტვინების კონკურსი ქიმიაში“ - კლდეეთის საჯარო სკოლის ქიმიკოსთა კლუბ „კლდეონის“ საინტერესო აქტივობა 
10-06-2024
-
+


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეეთის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიებებითაა დატვირთული. აღსანიშნავია, რომ სკოლაში ქიმიკოსთა კლუბი „კლდეონი“ ფუნქციონირებს, რომლის წევრები სხვადასხვა აქტივობებში მონდომებით ერთვებიან.

ამჯერად, 23 მაისს „ქიმიკოსის დღე 2024-ის“ აღსანიშნავად, კლდეეთის საჯარო სკოლაში,  ტრადიციულად, ქიმიკოსის კლუბ „კლდეონის“ წევრების აქტივობა „ტვინების კონკურსი ქიმიაში“, გაიმართა.

აქტივობაში ჩართულნი იყვნენ მე-8, მე-9 და მე-10 კლასელები.

აქტივობის მიზანი, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, იყო მე-8 და მე-9 კლასებში განვლილი მასალების სახალისო აქტივობით გამეორება, საგნისადმი მოტივაციის გაზრდა, საკომუნიკაციო და გუნდური მუშაობის უნარების განვითარება-ფორმირება. 

ღონისძიების ინიციატორები და წამყვანები იყვნენ მე-10 კლასის მოსწავლეები (სულ სამი მოსწავლე). 

„პედაგოგის და წამყვანების შესავალი სიტყვების (ცოტა რამ ქიმიაზე) შემდეგ ღონისძიების მონაწილე მოსწავლეებმა დარბაზის გასახალისებლად, ისევ და ისევ მე-10 კლასელთა ინიციატივით, მოამზადეს და შეასრულეს ცეკვა „როგორ გადავედით სწავლა-სწავლების თანამედროვე  მეთოდებზე“, - გვიყვებიან სკოლაში.

ამის შემდეგ, სკოლაში გაიმართა „ტვინების ბრძოლა ქიმიაში“. მოსწავლეები დაყოფილი იყვნენ სამ გუნდად, მათ მიეწოდათ დავალებები ელემენტთა ატომური ნომრებისა და ამოსაცნობ - ქიმიურ ტერმინთა - ზოგიერთ მახასიათებელთა მინიშნებით. ატომურ ნომრებზე არსებულ ქიმიური სიმბოლოების დახმარებით, მოსწავლეებმა ამოიცნეს ქიმიური ტერმინები. 

ღონისძიების დასასრულს კლუბის წევრებს გადაეცათ მადლობის ფურცლები, საპატიო სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები.

პედაგოგმა - მანანა ჯიქურიძემ ღონისძიებაზე, აღნიშნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტები მოსწავლეთათვის.

„ჩემთვის, როგორც საგნის პედაგოგისთვის, ძალიან საამაყო და განსაკუთრებულად  მნიშვნელოვანია ყველა ის პროექტი, რომელიც ახალი თაობისთვის ახალი მიზნებისთვის ხორციელდება.

მადლობა, ამ პროექტში ჩართულ სასკოლო საზოგადოებას, კიდევ ერთხელ მადლობა სკოლის დირექციას“, - აღნიშნავს პედაგოგი მანანა ჯიქურიძე.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას

სკოლის დირექტორმა, ნინო ღლონტმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა

სასკოლო საზოგადოების გულთბილმა დახვედრამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება