| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის N38 საჯარო სკოლის მოსწავლეები განსაკუთრებული შემოქმედებითი ნიჭითა და აქტიურობით გამოირჩევიან.
სასწავლო წლის განმავლობაში, ისინი არაერთ აქტივობასა თუ ღონისძიებაში ერთვებიან. ეს კი პროფესიონალ პედაგოგთა გუნდის დამსახურებაა. ამჯერად, მასწავლებელ თამთა ფაჩუაშვილის ხელმძღვენლობით, მოსწავლეებმა ღონისძიება - „საქართველოს კუთხეები“ გამართეს.
შთამბეჭდავი აქტივობით დატვირთული ღონისძიებისთვის მოსწავლეები შესაბამისად გამოეწყვნენ, მათ სხვადასხვა კოსტუმი და ეროვნული სამოსი მოირგეს. გარდა იმისა, რომ მოსწავლეებმა ამა თუ იმ კუთხის შესახებ ისაუბრეს, აღსანიშნავია, რომ ლექსები წაიკითხეს, იმღერეს და სხვადასხვა ინსცენირება გამართეს.
არაჩვეულებრივად ორგანიზებულმა ღონისძიებამ სასკოლო საზოგადოების უდიდესი მოწონება დაიმსახურა.
„ნიჭის ზეიმი! თქვენ ხართ ჩემი საკუთარი ბედნიერება“,- წერს პედაგოგი თამთა ფაჩუაშვილი.
იხილეთ ვიდეოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს
ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს
პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ