| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სამტრედიის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ საინტერესო აქტივობასა თუ ღონისძიებაში ერთვებიან.
ამჯერად, სამტრედიაში, მუნიციპალიტეტის მერიის და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით, ნაბაკევის ახალ პარკში, სამტრედიის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების, საჯარო და კერძო სკოლების ჩართულობით - „ანიმაციური ფესტივალი“ პირველად ჩატარდა.
მასში სამტრედიის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეებიც აქტიურად ჩაერთნენ. სკოლას წილად ხვდა ფესტივალზე ჰანს კრისტიან ანდერსენის ზღაპარი „ყინულის დედოფალი“ წარედგინა. მოსწავლეები მესამე კლასის პედაგოგებმა - ირმა შუბლაძემ და მაია წერეთელმა, მუსიკის პედაგოგ თეონა გაბედავასთან ერთად, მოამზადეს.
აღსანიშნავია, რომ ყინულის დედოფალს განასახიერებდა მე-8 კლასის მოსწავლე. მათ სრულად დაიცვეს დროის ლიმიტი და მაყურებელს 10 წუთში წარმოუდგინეს ზღაპრის მთავარი იდეა.
იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს
ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს
პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ