სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო , ინტერვიუ

თექისა და ხელნაკეთი ნივთების ბიზნესი - მოსწავლის, ნატალია მათურელის ისტორია
05-06-2018
-
+


თბილისის N6 საჯარო სკოლაში მოსწავლეები ბიზნესისა და მრეწველობის საფუძვლებსაც ეცნობიან. სწორედ ამის შედეგია, რომ სკოლას უკვე სტარტაპერები ჰყავს, რომლებიც მცირე ასაკის მიუხედავად, საკუთარ თავს ბიზნესშიც ცდიან და ყველაზე საინტერესო პროცესის მონაწილენი ხდებიან. 

Etaloni.ge ამ ეტაპზე გაგაცნობთ თბილისის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეს, 16 წლის ნატალია მათურელს, რომელმაც კლასელებთან ერთად თექისა და ხელნაკეთი ნივთების ბიზნესი სცადა და როგორც თავად გვეუბნება, აპირებს, რომ ეს საქმე გააგრძელოს. 

- ნატალია,  მრეწველობით, კერძოდ, ხელნაკეთი ნივთების შექმნითა და რეალიზაციით ხართ დაინტერესებული. როგორ ჩაერთეთ ამ პროცესში? 


- სკოლაში ერთი წლის განმავლობაში სპეციალური პროექტი მიმდინარეობდა, რომლითაც მრეწველობისა და ბიზნესის საფუძვლების შესახებ ინფორმაცია მივიღეთ. სწორედ პროექტის ფარგლებში გავერთიანდით 4 კლასელი და ხელნაკეთი ნივთების შექმნა-რეალიზაცია დავიწყეთ. ამ პროგრამამ დიდი ცოდნაც შეგვძინა. ერთი წლის განმავლობაში, როგორც სკოლის პროექტისთვის, ასევე, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე ნივთებს ვამზადებდით და ვყიდდით. ამ ეტაპზე საგამოცდო პერიოდმა მოგვისწრო და ამიტომ შევჩერდით, თუმცა ამუშავებას კვლავ ვაპირებთ. 

- კონკრეტულად, რას ამზადებდით? 

- ხელნაკეთ ნივთებს თექისგან, ხისგან და სხვადასხვა მასალისგან. კერძოდ, საფულეებს, ჩანთებსა და ზეთოვან ნახატებს, რომლებიც თექის ელემენტებითაა დატვირთული. ასევე, ხეზე ჭრით მიღებული ნივთებიც გვქონდა; მაგალითად, ამგვარად ჩარლი ჩაპლინის პორტრეტი დავამზადეთ, ასევე, ლექსებიდან პატარა ამონარიდებით ნახატების სერია გავაკეთეთ. 

- თექაზე მუშაობა პროგრამის ფარგლებში ისწავლეთ თუ ისედაც იყავით დაინტერესებული?

- მანამდე თეორიულად ვიცოდი, პრაქტიკული ცოდნა კი პროგრამის ფარგლებში ავითვისე. 

- რა დროს უთმობდით ამ ნივთების შექმნას და ეს მხოლოდ სკოლაში ხდებოდა თუ პროცესს სახლშიც აგრძელებდით? 

- თექის ნივთებს სკოლაში ვამზადებდით, რაც შეეხება ნახატებს, სახლშიც ვქმნიდით, რასაც  სრული ერთი დღე სჭირდებოდა. 

- შემოქმედება თუ ბიზნესი, ანუ, რატომ დაინტერესდით ამ პროცესით?

- ორმაგი ინტერესი გვქონდა-ბიზნესიც და შემოქმედებაც. მე-11 კლასელი ვარ და მინდა, რომ ყველაფერში გამოვცადო ჩემი თავი, რათა მომავალი პროფესია უკეთესად და თავდაჯერებულად ავირჩიო. 

- კონკრეტულ ბიზნეს შედეგებზეც ვისაუბროთ-თქვენი შექმნილი პროდუქცია გაიყიდა? და სად ათავსებდით მათ სარეალიზაციოდ?


- თექის პატარა ჩანთები სოციალური ქსელით, ასევე, სკოლაში გაიყიდა, ხოლო ნახატებმა თექის ელემენტებით სხვადასხვა გამოფენაზე დიდი ინტერესი გამოიწვია. 

- ფასს როგორ ადებდით?

- ბაზარს ვიკვლევდით; ვნახეთ მსგავს ნივთებს რა ფასში ყიდდნენ და იმის მიხედვით რეალური ფასები დავადეთ.  

- მომხმარებელს თუ მოეწონა თქვენი პროდუქცია? 

- მოთხოვნა ნამდვილად კარგი იყო. დავინახეთ, რომ ნახატები და საყურეები უფრო აინტერესებთ. 

- რა იყო ნაწარმის თვითღირებულება და ფასნამატი? 

- ნახატების გაყიდვა თავიდან 60 ლარად გვსურდა, თუმცა მყიდველებმა 80 და 90 ლარი შემოგვთავაზეს. ეს ჩვენთვის სასიამოვნო მოულოდნელობა იყო. რაც შეეხება თვითღირებულებას, თექის ნაწარმი, მაგალითისთვის, 8 ლარი ჯდებოდა და 15-20 ლარად ვყიდდით. შესაბამისად, მოგება იყო. 

- საწყისი კაპიტალი როგორ მოიპოვეთ?


- რა თქმა უნდა, საწყისი კაპიტალი, რომელიც მცირე და სიმბოლური იყო, ოჯახებისგან ავიღეთ. შემდეგ, ჩვენ პირველ ნაწარმზე აქციები დავაწესეთ და ასევე, სიმბოლურ თანხად გავყიდეთ, შემოსავალი კი ისევ ბიზნესში ჩავაბრუნეთ. 

- აპირებთ გაყვეთ ამ საქმიანობას? ახლა უკვე საკუთარი თავისთვის და არა მხოლოდ-სასკოლო პროგრამის ფარგლებში? 

- ჩვენ აუცილებლად ვაპირებთ, რომ ეს საქმე გავაგრძელოთ. თექას, ალბათ, აღარ მივყვებით და ჩანთებზე დახატვის, ან ბისერებით მორთვის მხრივ ვიმუშავებთ, მათ შორის, ნახატების რეალიზაციას განვაგრძობთ. 

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

განათლება 2500 ლარი, სოფ. მეურნეობა, მეთევზეობა 3000 ლარი - საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ღირებულება ცნობილია

გამოცდაზე რეგისტრაციის საფასური 100 ლარია - NAEC აპლიკანტებს აფრთხილებს

 

1 წლამდე ასაკის ბავშვის ზღვის კურორტზე წაყვანა რეკომენდირებული არაა - 4 მთავარი რეკომენდაცია ივანე ჩხაიძისგან

აბიტურიენტებისთვის საგამოცდო საგნის ქულა გამოქვეყნდა - შეფასების სქემა და მინიმალური ბარიერი

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მსოფლმხედველობის გაფართოებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება