სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ზინობიანის საჯარო სკოლის პედაგოგები მასწავლებელთა კონფერენციაზე საინტერესო მოხსენებებით წარდგნენ
03-06-2024
-
+


ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანის საჯარო სკოლის მასწავლებლები კარიერულ წინსვლასა და განვითარებაზე ორიენტირებული პიროვნებები არიან. ისინი სხვადასხვა საინტერესო და საგანმანათლებლო პროექტში დიდი მონდომებით ერთვებიან.

ამჯერად, სკოლის სპეციალური მასწავლებლები - ლალი მინდიაშვილი და დაწყებითი კლასების მასწავლებელი - მაია ხოზრევანიძე ოთხდღიან კონფერენციაში: „ჩემი წარმატებული პრაქტიკა“, მონაწილეობდნენ. კონფერენციაზე, პედაგოგმა - ლალი მინდიაშვილმა წარადგინა თემა - „ბავშვის რთული ქცევის მართვა“, მაია ხოზრევანიძემ კი - „ბუნება ვაჟა-ფშაველას ლექსებში“.

ოთხდღიანი კონფერენცია ქალაქ ყვარლის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის - ქეთევან ჭიპაშვილის ინიციატივით ყვარელში ჩატარდა. 

აღნიშნულ კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მასწავლებლები და სკოლის დირექტორის მოადგილეები.

„ამ უაღრესად ნაყოფიერმა და თბილმა დღეებმა კიდევ უფრო დაახლოვა ჩვენი რაიონის რესურსცენტრი. სკოლის დირექტორები და მასწავლებლები.

მადლობას ვუხდით ყვარლის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლებს, ქალბატონ ქეთევან ჭიპაშვილს და წარმატებებს ვუსურვებთ ყველა პედაგოგს პროფესიულ საქმიანობაში“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას

სკოლის დირექტორმა, ნინო ღლონტმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა

სასკოლო საზოგადოების გულთბილმა დახვედრამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება