| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლაში შთამბეჭდავი მათემატიკური ღონისძიება გაიმართა.
24 მაისს, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლამ ქსნის საჯარო სკოლას უმასპინძლა. ორივე სკოლის IX,X,XI- კლასის მოსწავლეებმა, მათემატიკის მასწავლებლის - ჯულიეტა ახალკაცის ხელმძღვანელობით, მონაწილეობა მიიღეს პედაგოგის ორგანიზებულ ღონისძიებაში - „მათემატიკის ფესტივალი“.
ფესტივალი მეტად საინტერესოდ წარიმართა.
მონაწილეებმა წარმოადგინეს მათემატიკის წარმოშობის ისტორია - ეგვიპტე-საბერძნეთიდან - ინდოეთამდე. ისაუბრეს ამ სამი ქვეყნის მათემატიკოსების დამსახურებასა და ღვაწლზე.
თეატრალურად განასახიერეს მათემატიკოსების აღმოჩენები.
ფესტივალი დასრულდა მხიარული ნომინაციებით მათემატიკის შესახებ.
ქსნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დიდი მადლობა გადაუხადეს ქსოვრისის სკოლის დირექციას გულთბილი შეხვედრისა და მასპინძლობისათვის.
გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი ქსოვრისის საჯარო სკოლის XI- კლასი, რომლებმაც განასახიერეს ინდოეთის მათემატიკოსები.
სკოლის დირექტორმა - ლია ხაჩირაშვილმა გამარჯვებულ გუნდს გადასცა გარდამავალი თასი. ყველა მონაწილე კი დაჯილდოვდა სხვადასხვა ნომინაციებისათვის შესაბამისი სიგელებითა და დიპლომებით, მათემატიკის მასწავლებელმა კი მათ ფასიანი საჩუქრები გადასცა.
პროექტის მიზანი იყო სკოლების დამეგობრება და ურთიერთთანამშრობლობა.
ქსოვრისის საჯარო სკოლის დირექცია მადლობას უხდის მათემატიკის მასწავლებელს ჯულიეტა ახალკაცს საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიების მოწყობისთვის.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
პატარებს წინ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრება ელოდებათ
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ