| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მრავალმხრივ განვითარებისა მოტივაციის ამაღლების მიზნით, სასწავლო წლის განმავლობაში არაერთ საინტერესო აქტივობას სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლის ისტორიის მასწავლებელი ირმა რიონიძე VII კლასთან ერთად გონიოს მუზეუმ-ნაკრძალს ეწვია. მან, მოსწავლეებს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული რომაული არქიტექტურა და ყოფა-ცხოვრების წესი გააცნო.
ბავშვებმა მათთვის საინტერესო ინფორმაციები მიიღეს, დრო საინტერესოდ და ნაყოფიერად გაატარეს.
როგორც აღნიშნავენ, რომაული ციხე-სიმაგრეებიდან ყველაზე კარგად გონიოს ციხე-სიმაგრეა შემონახული, არქელოგიური კვლევებით დადგინდა, რომ ციხის შიგნით იყო აბანო, ბეღელი, ცისტერნა, აგრეთვე ყაზარმები, სადაც მეომრები ცხოვრობდნენ.
მსგავსი გასვლითი აქტივობები სასწავლო პროცესს მეტად მრავალფეროვანს ხდის და მოსწავლეებს განწყობას უმაღლებს.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
პატარებს წინ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრება ელოდებათ
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ