| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნიკო ბაგრატიონის (ბურის) სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესოდ მიმდინარეობს.
ამჯერად, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს - 26 მაისს კომპიუტერული ტექნოლოგიების პედაგოგმა - ნინო ფარტენაძემ მრავალფეროვანი გაკვეთილები მიუძღვნა.
III - V კლასებში ჩატარებული გაკვეთილები სხვადასხვა პროგრამებში: Word, PowerPoint და Scratch-ში საქართველოს დროშის შექმნას დაეთმო და მოსწავლეთა განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.
აღნიშნული გაკვეთილები საქართველოს ჰიმნით დაიწყო და მოსწავლეთა ნაშრომების პრეზენტაციით დამთავრდა.
„26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 1918 წლის 26 მაისს თბილისში ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო“,- გაკვეთილებზე სწორედ ეს ინფორმაცია გაჟღერდა.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
პატარებს წინ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრება ელოდებათ
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ