სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დაბა აბასთუმნის საჯარო საჯარო სკოლიდან მე-12 კლასელები დიდი სიყვარულით გააცილეს 
28-05-2024
-
+


ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმნის საჯარო საჯარო სკოლაში საზეიმო განწყობა იყო. 

სკოლაში მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა, რაც ძალიან ემოციური იყო. კურსდამთავრებულები მშობლიურ სასწავლო გარემოსა და საყვარელ პედაგოგებს დაემშვიდობნენ, რომელთაც ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადეს და პატივისცემა დაუდასტურეს. 

კურსდამთავრებულები ტრადიციული თეთრი მაისურებით შეიმოსნენ და სურვილები გაცვალეს, შემდეგ კი მრავალფეროვანი შემოქმედებითი ნომრები გამართეს. 

სკოლის დირექცია მათ უდიდეს წარმატებასა და წინსვლას უსურვებს.

„უცებ გაირბინა 12-მა წელმა... რამდენი მე-12 კლასი გავაცილეთ, რამდენი .... თითქოს არაფერი შეცვლილა, მაგრამ არა, ახლა სხვანაირი დილაა, ჩვენთვის და თქვენთვის განსხვავებული. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ თითოეული თქვენგანი მნიშვნელოვანი ხართ ჩვენთვის!

დალოცვილი იყოს ეს დღე თქვენთვის... ბედნიერება და წარმატება გდევდეთ მუდამ. ისწავლეთ დაუსრულებლად, რამეთუ ადამიანს არაფერი ალამაზებს ისე, როგორც კარგი განათლება!

იყავით ღირსეული ადამიანები და იბრძოლეთ მუდამ, დაუსრულებლად - ადამიანის ღირებულებების შესაცნობად, დასაფასებლად!

ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის შენების გზაზე ღირსეული ნაბიჯებით გევლოთ!

გვიყვარხართ, გვეამაყებით და გვეიმედებით“,- ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ბაღების სააგენტომ საახალწლოდ ტკბილეულის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პატარებს წინ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრება ელოდებათ

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირველკლასელებს
 
მოსწავლეთა მონაწილეობით ლამაზი ღონისძიება გაიმართა
 

მოსწავლეებმა ბევრი იხალისეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება