სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ბუნებას თუ მოვუვლით, მაშინ ჩვენზე იზრუნებს“ -  სამთაწყაროს საჯარო სკოლის მოსწავლეთა გარემოს დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება
28-05-2024
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამას ადასტურებს ისიც, რომ სკოლაში გარემოსდაცვითი აქტივობები და პროექტები იმართება.

მათ შორის იყო გარემოს დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „ბუნებას თუ მოვუვლით, მაშინ ჩვენზე იზრუნებს“.

ღონისძიება II კლასში, პედაგოგ მზევარ ოღაძის ორგანიზებით გაიმართა. 

პროექტის მიზანი იყო შემდეგ მნიშვნელოვან თემებზე დაფიქრება:
  • იცხოვრო ისე, რომ ფიქრობდე მომავალზე!
  • იზრუნო გარემოზე !
  • იზრუნო გარემოზე! იმისათვის, რომ იცხოვრო ჯანსაღ გარემოში.
  • რას ვაკეთებ გარემოს დასაცავად? როგორ ვზრუნავ გარემოზე? 
  • ან ზიანს ხო არ ვაყენებ გარემოს ჩემი ქმედებით? 
მოსწავლეებმა ღია ცის ქვეშ თემატური ლექსები, სიმღერები, მინი სცენარი წარადგინეს. 

ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ მოსწავლეთა მშობლები, მათაც ასევე, ბუნების დაცვასთან დაკავშირებით, მინი-სცენარი წარადგინეს.

„მათი ჩართულობა ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას, როდესაც ხედავენ, რომ  მშობლების ინტერესი დიდია მათი სასკოლო ცხოვრების მიმართ“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ღონისძიების დასასრულს კი მოსწავლეებს გადაეცათ სამახსოვრო დიპლომები მასწავლებლის ხელით შესრულებული ნახატით, ასევე ღონისძიებაში აქტიური ჩართულობისთვის გადაეცა მადლობის დიპლომი კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელს - ეკატერინე ჩიტაურს. 

კოლეგებმა და მშობლებმა დიდი მადლიერება, მოწონება გამოხატეს მასწავლებლის და მოსწავლეების მიმართ.

მათ მადლიერება გამოხატეს ორგანიზებულობისა და თემის შესაბამისი გარემოს შექმნისთვის, რომელიც ძალიან შთამბეჭდავი იყო თითოეული იქ მყოფი ადამიანისთვის, სადაც წარმოდგენილი იყო მოსწავლეთა ნამუშევრები და მასწავლებლის მიერ შექმნილი ნახატები.

ხოლო ღონისძიების ორგანიზებისათვის სკოლის დირექტორმა - ელენე გრიგორიადისმა მზევინარ ოღაძეს გადასცა მადლობის დიპლომი, ღონისძიება შეაფასა ძალიან პოზიტიურად. მან, მოსწავლეებს, მშობლებს, მასწავლებლებს უსურვა წარმატებები და წინსვლა.

„ვფიქრობ, თითოეული ადამიანი უნდა აცნობიერებდეს რა მნიშვნელოვანია გარემოს წინაშე ვგრძნობდეთ მისი დაცვის პასუხისმგებლობას, რომ ჩვენი ქმედებით არ დავამახინჯოთ დედამიწის ყოფას და არ შევიქმნათ არაჯანსაღი გარემო!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:















კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ინფორმაცია, რომელ უნივერსიტეტს, რამდენი ადგილი აქვს ამა თუ პროგრამაზე

სასკოლო ფორმა განვადებით თუ ქეშბექით? - „ფაქტობრივად გაფორმებულია ხელშეკრულება ბანკებთან“

ჩარიცხვებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - დეტალები აბიტურიენტებისთვის

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება