| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს.
წელს სკოლაში ორი პირველკლასელი სწავლობს, რომელთაც დამრიგებელმა სასკოლო ცხოვრების პირველი წარმატებული ნაბიჯები ღონისძიებით მიულოცა და პატარები ზაფხულის არდადეგებზე დიდი სიყვარულით გააცილა.
პედაგოგ ლალი მურადაშვილის ორგანიზებული ღონისძიება მეტად საინტერესოდ წარიმართა.
„დღეს, ჩემი ორი მერცხალი დაემშვიდობა იაკობის „დედაენას“, თავი მოუყარეს ანდაზებს, გამოცანებს, იაკობის მოთხრობებს, დამსწრე საზოგადოება გამოცანების გამოცნობაშიც აიყოლიეს“,- გვიყვება მასწავლებელი.
მოსწავლეებმა ღონისძება დიდი სიხარულითა და მონდომებით გამართეს, სასწავლო წლის მანძილზე მიღებული ცოდნა შეაჯამეს და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.
„მადლობა შენდა, დიდო იაკობ!!! “ - ამ სიტყვებითა და ასეთი შემართებით, წარმატებით დაასრულეს პირველი კლასი მოწაფეებმა და შესაბამისი სიგელებიც გადაეცათ.
„ჩემო პატარებო, ფერად, ლაღ, თავისუფალ ბავშვობას, სიხარულით და სიყვარულით სავსე წლებს გისურვებთ“,- ამ თბილი სიტყვებით მიმართავს ლალი მასწავლებელი ბავშვებს და 15 სექტემბრამდე ემშვიდობება.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს
ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს
პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ