სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თორიის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი მრავალფეროვანი ღონისძიებით დაასრულეს
28-05-2024
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ თორიის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. სწორედ ამიტომ, მათ საინტერესო და მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლაში I კლასელთა გამოსაშვები ღონისძიება „ანბანის გაცილება“ მოეწყო. ღონისძიებაზე, მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს, შემოქმედებითი უნარები და ცოდნა შესანიშნავად წარმოაჩინეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.

„პატარებმა შემოგვთავაზეს ხალისიანი და საინტერესო ლექსები, სიმღერები რომლებიც ეძღვნებოდა ყველა ბავშვისთვის ძვირფას სომხურ ანბანსა და პედაგოგებს“, - გვიყვებიან სკოლაში.

ღონისძიებას ესწრებოდნენ პედაგოგები და მოსწავლეთა მშობლები. 

ღონისძიება თბილ გარემოში ჩატარდა.

აღნიშნულ დღეს, დადებითი შთაბეჭდილებებით აღსავსე დამსწრე საზოგადოებამ გულწრფელი მადლიერება გამოხატა მოსწავლეების და პედაგოგების მიმართ.

მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ბაღების სააგენტომ საახალწლოდ ტკბილეულის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პატარებს წინ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრება ელოდებათ

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირველკლასელებს
 
მოსწავლეთა მონაწილეობით ლამაზი ღონისძიება გაიმართა
 

მოსწავლეებმა ბევრი იხალისეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება