სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს კონფერენცია მიეძღვნა
28-05-2024
-
+


ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე განსაკუთრებულად აღინიშნა. 

ქვეყნის მთავარ ეროვნულ დღესასწაულს - სუვერენიტეტის აღდგენის დღეს ყოველწლიურად აღნიშნავს ტყიბულის N6 საჯარო სკოლა. 2024 წელს კი საგანმანათლებლო კონფერენცია ჩატარდა. 

საკონფერენციო თემები, რომელიც საქართველოსა და მსოფლიო ისტორიულ მოვლენებსა თუ პიროვნებებზე გვიამბობდა, დაამუშავეს VIII, IX და X კლასის მოსწავლეებმა. 

თემები შინაარსობრივად, სიღრმისეულად,  ვიზუალურად საინტერესოდ წარმოადგინეს მოწაფეებმა.

 ვახტანგ გორგასალი, თამარ მეფე,  1924 წლის ანტისაბჭოთა აჯანყება, I და  II მსოფლიო ომის შედეგები, სსრკ და ცივი ომის მოვლენები, 1989 წლის 9 აპრილი,  საქართველოს1918 წლის 26 მაისის  წინაპირობები და დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება  - ეს ის თემებია, რომელთა მოძიება-შესწავლას მნიშვნელოვანი დრო დაუთმეს მოსწავლეებმა, პასუხისმგებლობით გააკეთეს პრეზენტაციები და საინტერესოდ მიიტანეს სასკოლო საზოგადოებამდე.

კონფერენციაში აქტიურად მონაწილეობდნენ - ნინი გოტიაშვილი, სესილი სოფრომაძე ( VIII ა კლ),  ნინი გაბუნია, ლუკა ოყრეშიძე, ლილე გაბრიაძე, ნინი მახვილაძე, ლიკა ფოფხაძე, ლიზი ცქიფურიშვილი, დავით ჩიხრაძე ( IX კლ), გიორგი ყიფიანი (X კლ).

ისტორიის მასწავლებელი ნანა მაისურაძე დამსწრე საზოგადოებას ესაუბრა საქართველოს სუვერენიტეტის მნიშვნელობის, დამოუკიდებლობის აღდგენამდე მიმდინარე პროცესების შესახებ, გააცნო ეროვნული საბჭოს მიერ მიღებული დამოუკიდებლობის დეკლარაცია.

ღონისძიებაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საუკუნის წინ მიღებული საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიზნად ისახავდა საქართველო ჩამოყალიბებულიყო ევროპული ტიპის დემოკრატიულ სახელმწიფოდ.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ინფორმაცია, რომელ უნივერსიტეტს, რამდენი ადგილი აქვს ამა თუ პროგრამაზე

სასკოლო ფორმა განვადებით თუ ქეშბექით? - „ფაქტობრივად გაფორმებულია ხელშეკრულება ბანკებთან“

ჩარიცხვებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - დეტალები აბიტურიენტებისთვის

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება