სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის პირველკლასელთა ცოდნის დღესასწაული
28-05-2024
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის პირველკლასელებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. 

გაიმართა პირველკლასელთა შემაჯამებელი ღონისძიებები, სადაც მოწაფეებმა სასწავლო წლის მანძილზე შეძენილი ცოდნა შეაჯერეს და სასკოლო ცხოვრების პირველი წარმატებული ნაბიჯები აღნიშნეს. 

მათ შორის, Iგ კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ნარგიზა შელია) წარმოადგინეს ლიტერატურულ-მუსიკალურ-ქორეოგრაფიული კომპოზიცია და შთამბეჭდავი ღონისძიებით „ანბანი გააცილეს“. 

პირველკლასელებმა გააცოცხლეს იაკობ გოგებაშვილის მოთხრობების პერსონაჟები და მოირგეს მათი როლები, წარმოადგინეს ყველა ასო-ბგერის დამახასიათებელი ნიშნები.

ღონისძიება იმით გამოირჩეოდა, რომ ყველა აქტივობაში თვით პედაგოგი იყო ჩართული ცეკვით, სიმღერით, ლექსით, ფორტეპიანოზე შესრულებით. მის მიერ სიმღერითა და ცეკვით შესრულებულმა მერი პოპინსის როლმა მაყურებელთა დიდი აღფრთოვანება გამოიწვია.

აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ დაწყებითი კლასების ყველა პედაგოგს აქვს მუსიკალური განათლება.

აღსანიშნავია, რომ Iგ კლასში ხუთი ფერეიდნელი მოსწავლე სწავლობს, რომლებიც ქართულ ენას უკვე შესანიშნავად ფლობენ.

დღემ ძალიან სასიამოვნო და ემოციებით დატვირთულ გარემოში ჩაიარა.

ღონისძიებას ესწრებოდა გიმნაზიის დირექტორი დეკანოზ მირიან სამხარაძე, რომელმაც ბავშვებს პირველი კლასის წარმატებით დამთავრება მიულოცა და მოწაფეები დალოცა. 

ანბანის გაცილების დღესასწაულს ასევე თვალს ადევნებდნენ დირექციის წევრები, პედაგოგები და სიამაყით განმსჭვალული მშობლები.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ბაღების სააგენტომ საახალწლოდ ტკბილეულის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პატარებს წინ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრება ელოდებათ

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირველკლასელებს
 
მოსწავლეთა მონაწილეობით ლამაზი ღონისძიება გაიმართა
 

მოსწავლეებმა ბევრი იხალისეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება