სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩემი შვილები ცეკვავენ ქართულს“- წნორის N1 სკოლაში ქიზიყელი მწერლის - ნინო ზედელაშვილის შემოქმედებას ღონისძიება მიეძღვნა 
27-05-2024
-
+


სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული, რომლებშიც ბავშვები დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან.

ამჯერად, სკოლის მე-2 ა კლასის მოსწავლეებმა პედაგოგ მარინა გოგაშვილის ხელმძღვანელობით ულამაზესი ღონისძიება „ჩემი შვილები ცეკვავენ ქართულს“ გამართეს. საღამო ქიზიყელი მწერლის და პოეტის - ნინო ზედელაშვილის შემოქმედებას მიეძღვნა. 

ბავშვებმა ისაუბრეს მწერლის ცხოვრებაზე, მხატვრულად წაიკითხეს ლექსები.

„პოეზიის საღამოს ხიბლს მატებდა ნინო ზედელაშვილის მუსიკოსი მეუღლის - დავით კერესელიძის  და ქალიშვილის თამარ (თაკო) კერესელიძის შექმნილი  მელოდიები“, - გვიყვებიან სკოლაში.

ღონისძიებას, ასევე როგორც აღნიშნავენ, ამშვენებდა ცეკვები: ქართული, თუშური, რაჭული და სხვა. აღნიშნნულ დღეს ბავშვებმა შემოქმედებითი უნარები და შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

„საღამოს ახლდა ემოცია. უზმოდ გახარებულმა და კმაყოფილმა  პოეტმა დიდი  მადლობა გადაუხადა პედაგოგ მარინა გოგაშვილს და სკოლის დირექციას მიწვევისა და გვერდით დგომისთვის“, - გვიყვებიან სკოლაში.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სიღნაღის მუნიციპალიტეტის რესურცსენტრის ხელმძღვანელი ლია ბეჟაშვილი, საკრებულოს კულტურის, განათლების,  ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალურ  საკითხთა  კომისიის  თავჯდომარე  ნანა  ნანობაშვილი,  სკოლის დირექცია, ამავე სკოლის პედაგოგები და მოწვეული სტუმრები.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვირებასა და მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება