სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კაცხის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ღონისძიება მიეძღვნა
27-05-2024
-
+


ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი თარიღების აღნიშვნას დიდი ყურადღება ექცევა. 

ამჯერად, სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა. მასში III კლასის მოსწავლეები, დამრიგებელ ფატი გაფრინდაშვილიისა და მუსიკის პედაგოგ - მარგალიტა ფხალაძის ხელმძღვანელობით, მონაწილეობდნენ.

მოსწავლეებს დამოუკიდებლობის დღე სკოლის დირექტორმა - ნორა ბუცხრიკიძემ და კაცხის მაცხოვრის შობის ტაძრის მოძღვარმა არქიმანდრიტმა მამა იოანე შენგელიამ მიულოცეს.

მოსწავლეებმა თავიანთი შემოქმედებით პატივი მიაგეს საკუთარ სამშობლოს და საქართველოსადმი ერღგულების ფიცი დადეს. 

შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი და ჩამოაყალიბა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა. სახელმწიფოს პოლიტიკური მმართველობის ფორმად აღიარეს დემოკრატიული რესპუბლიკა; შეიქმნა ევროპული ტიპის ქართული სახელმწიფოებრიობა, დემოკრატიული სისტემა.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:



კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ბაღების სააგენტომ საახალწლოდ ტკბილეულის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პატარებს წინ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრება ელოდებათ

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირველკლასელებს
 
მოსწავლეთა მონაწილეობით ლამაზი ღონისძიება გაიმართა
 

მოსწავლეებმა ბევრი იხალისეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება