| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

აკადემიკოს ეგნატე ფიფიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჩქვალერის თემის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო, შემეცნებით და შემოქმედებით ღონისძიებებს სთავაზობენ, ზრუნავენ მათი პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებასა და თვალსაწიერის გაფართოებაზე.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, სოხუმის მახლობლად სოფელ შრომაში დაბადებულმა ჩქვალერის თემის საჯარო სკოლის ხელოვნების მასწავლებელმა, ინგა გადილიამ სოხუმის თემას შთამბეჭდავი ღონისძიება მიუძღვნა.
„ეს იყო ჩემი სულის გამოძახილი, ის, რაც დღედაღამ ჩემთანაა, ის, რაც ჩემთვის ორგანულია...“, - ამბობს პედაგოგი, სწორედ ამ მოტივებით, ღონისძიება ძალიან გულწრფელი და ემოციებით სავსე აღმოჩნდა, მაურებლის დიდი მოწონება და ოვაცია დაიმსახურა.
სოხუმში სტუდენტობა გამოვლილმა მასწავლებლებმა მოიგონეს ის სოხუმი, რომელიც მათ მეხსიერებას შემორჩა.
მასწავლებელმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მხარში დაუდგა მუშაობის პროცესში და საბოლოოდ სკოლის ისტორია კიდევ ერთი დაუვიწყარი დღე შეემატა.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
პატარებს წინ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრება ელოდებათ
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ