სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

არხილოსკალოს საჯარო სკოლის პირველკლასელთა გაცოცხლებული ზღაპარი და სასწავლო წლის ლამაზი დაგვირგვინება
27-05-2024
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლის I კლასში შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაზე, მოსწავლეებმა საინტერესო ზღაპარი „გააცოცხლეს“, რომელიც დამსწრე საზოგადოების წინაშე დიდი ენთუზიაზმით წარადგინეს.

„ერთ მშვენიერ სოფელში ცხოვრობდა ჭკვიანი და თანაც უცნაური ბიჭი, რომელმაც კარგად იცოდა მწერების ენა. მათთან მეგობრობდა და საუბრობდა. ჰყავდა ხუთი ულამაზესი ჭიამაია. უნდოდა მათ უფრო მეტი ესწავლათ ვიდრე იცოდნენ, ამიტომ ჭიამაიები „ჭკვიანების სკოლაში“ გაგზავნა სასწავლებლად. იქ მათ ჯადოსნური სიტყვები, სიყვარული, ურთიერთპატივისცემა, თანაგრძნობა, მზრუნველობა, წერა- კითხვა ისწავლეს და ისე დაბრუნდნენ ერთგულ პატრონთან, რითაც მისი გული გაახარეს - ასეთი იყო იმ პატარა, მაგრამ საოცარი ზღაპრის შინაარსი, რომელიც დღეს პირველი კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებთან“ , - გვიყვებიან სკოლაში.

I კლასის გამოსაშვებ ღონისძიებაზე, მოსწავლეებმა ცოდნა, შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.

მოსწავლეთა ცოდნითა და შემოქმედებითობით დამსწრე საზოგადოება დადებითი ემოციებით აღივსო.

სასკოლო საზოგადოება იქ მყოფ თითოეულ ადამიანის მადლობას უხდის ამ დღისთვის.

„მადლობა მინდა გადავუხადო მშობლებს აქტიური მონაწილეობისა და ჩართულობისათვის, ასევე სკოლის დირექციას და პედაგოგებს, ნატო აფციაური, პატარებს კი მხიარულ და ბედნიერ ზაფხულს ვუსურვებ“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ვიდეო:



კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ბაღების სააგენტომ საახალწლოდ ტკბილეულის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პატარებს წინ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრება ელოდებათ

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირველკლასელებს
 
მოსწავლეთა მონაწილეობით ლამაზი ღონისძიება გაიმართა
 

მოსწავლეებმა ბევრი იხალისეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება