სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სტეფანწმინდის წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზია-პანსიონის პირველკლასელებმა ანბანის წარმატებით შესწავლა ღონისძიებით აღნიშნეს 
27-05-2024
-
+


სტეფანწმინდის წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზია-პანსიონი მოსწავლეთა მოტივაციისა და განწყობის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავს. პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვანი აქტივობებით სწავლის ინტერესს უღვივებენ და განწყობას უმაღლებენ.

ასეთი საინტერესო და ამაღელვებელი იყო I კლასელთა ღონისძიება, სადაც ბავშვებმა ანბანი გააცილეს.

„მაიკო მასწავლებელთან ერთად, გიმნაზიის პირველკლასელებმა ანბანი გააცილეს. 

ჩვენმა პატარებმა საოცარი გარემო დაახვედრეს მობრძანებულ სტუმრებს. ულამაზესი სცენა და გამოპრანჭული პატარების ნახვა ძალიან ამაღელვებელი იყო“, - გვიყვებიან სკოლაში.

ღონისძიებაზე, ბავშვებმა ცოდნა, შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.

აღნიშნული ღონისძიებით იქ მყოფი თითოეული ადამიანი აღფრთოვანებული დარჩა.

„საოცრად ჭკვიანები და კარგები ხართ ბავშვებო. დიდი მადლობა დღევანდელი დღისთვის.  მხარდაჭერისთვის ძალიან დიდი მადლობას ვუხდით უძვირფასეს მშობლებს.

განსაკუთრებული მადლობა მაიკო მასწავლებელს!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას, განწყობის ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ბაღების სააგენტომ საახალწლოდ ტკბილეულის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პატარებს წინ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრება ელოდებათ

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირველკლასელებს
 
მოსწავლეთა მონაწილეობით ლამაზი ღონისძიება გაიმართა
 

მოსწავლეებმა ბევრი იხალისეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება