სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

კროსვორდებისა და თავსატეხების ამოხსნა, როგორც სწავლების სტრატეგია
10-10-2024
-
+


სწავლებისას მასწავლებლები თითოეულ მოსწავლესთან სხვადასხვა მიდგომას იყენებენ. ამის მიზეზი კი მათი მეტად გააქტიურება, ცოდნის გაღრმავება და გაკვეთილის მიმდინარეობაში ჩართულობის გაზრდაა. 

ისინი, გარდა უშუალოდ პროგრამით გათვალისწინებული მასალისა, მოსწავლეებს რიგ რესურსებსა და აქტივობებს სთავაზობენ, მაგალითად, როგორცაა კროსვორდებისა და თავსატეხების ამოხსნა. ამ უკანასკნელის, როგორც სწავლების სტრატეგიის ეფექტურობაზე სასკოლო საზოგადოების წევრები საუბრობენ ხოლმე. ჩვენ საკითხზე ინფორმაცია მოვიძიეთ, რომელზე დაყრდნობითაც, მასალას გთავაზობთ.

აღნიშნული სტრატეგიის მიზანი გაკვეთილზე გართობის ელემენტის შემოტანა და მოსწავლეთა გააქტიურებაა. კროსვორდებისა და თავსატეხების ამოხსნით მოსწავლეებს საგნის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება უმუშავდებათ და სწავლის შედეგებიც ბევრად უკეთესი ხდება. გარდა ამისა, აუცილებლად აღსანიშნავია, რომ ამ დროს მოსწავლეები ბევრად უფრო მოტივირებულები არიან, მათ ინტელექტუალურ თავსატეხებში წარმატების მიღწევა და მათი ბოლომდე ამოხსნა სურთ.

კროსვორდები მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, რომ თავიანთი ცოდნა შეაფასონ, ასევე დაინახონ, თუ სად აქვთ პრობლემა და რაზე იმუშაონ. ასევე, მნიშვნელოვანია ის საკითხი, რომ კროსვორდებში გამოყენებული ტერმინოლოგიაც ყურადღებას მოითხოვს. მათ თუ რაიმე სიტყვის მნიშვნელობა არ იციან, მაშინ მოძებნიან და ცოდნას მეტად გაიმტკიცებენ. 

თავსატეხები და კროსვორდები ეფექტური სასწავლო ინსტრუმენტებია სამედიცინო განათლებაში, ფსიქოლოგიაში, სოციოლოგიაში, კომუნიკაციებში, მედიაში, ბიოლოგიასა და ბიზნესში.

ასევე აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებს საკუთარი კროსვორდების შექმნაც შეუძლიათ, რა დროსაც ისინი ლექსიკას ხვეწენ, ლოგიკურ აზროვნებას ეჩვევიან, მიღებული ცოდნის დამახსოვრებას ხელს უწყობენ. 

ზოგადად, ცნობილია, რომ დღესდღეობით სწავლა მხოლოდ კლასში გაუნძრევლად ჯდომას არ მოიაზრებს, ის უფრო მეტია - დისკუსია, საუბარი, სხვადასხვა აქტივობები, თამაშები და ა.შ. მოსწავლეები უკეთ სწავლობენ, როდესაც პროცესში უშუალოდ არიან ჩართულები.

ბევრ თამაშს შორის, მოსწავლეთა ნაწილისთვის კროსვორდები მეტად მიმზიდველი და ეფექტური ჩანს. კროსვორდი თავსატეხი არის ერთგვარი სიტყვების თამაში, სადაც ადამიანებმა ზოგადი ცოდნა უნდა გამოავლინონ. სპეციალუზებულ, კონკრეტული დისციპლინისთვის შედგენილ კროსვორდებში კი, რასაკვირველია, ყურადღება იმ საგანზე გამახვილდება. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

თუ მასწავლებლის გამოცდაზე ვერ რეგისტრირდებით - რას ნიშნავს „აბონენტი ვერ მოიძებნა“

საჯარო სკოლების შემოწმება დაიწყო - NAEC 2027 წლის ეროვნულებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

„პედაგოგის დაფასება ნიშნავს მისი პროფესიული ღირსების აღიარებას, შრომის პატივისცემასა და ისეთი გარემოს შექმნას, სადაც მასწავლებელი გრძნობს საკუთარ მნიშვნელობას“

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება