სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„არასოდეს შეუშინდეთ ცხოვრებისეულ გამოწვევებს“- ვანის N1 სკოლაში „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა
23-05-2024
-
+


ვანის N1 საჯარო სკოლიდან 2023-2024 სასწავლო წლის კურსდამთავრებულები გააცილეს. 

მათთვის სკოლაში „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. მეთორმეტეკლასელებმა თეთრი მაისურები ჩაიცვეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და პედაგოგებს მადლობა გადაუხადეს. 

რასაკვირველია, დღეს ემოციების გარეშე არ ჩაუვლია - იყო ბევრი სიხარული, ღიმილი, იმედიანი განწყობა. კურსდამთავრებულებმა სურვილები გაცვალეს და მშობლიურ სკოლას დაემშვიდობნენ. 

მათ სკოლის დირექტორი ვალერი კანკაძე უდიდეს წარმატებას უსურვებს.

„დასრულდა „ოქროს ხანა“ ბავშვობისა. ხანა, ლაღი და არხეინი ცხოვრებისა. გილოცავთ, სკოლის დასრულებას, ჩემო ძვირფასებო. გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებულ ცხოვრებას, ყოველთვის გავიხსენებ თქვენთან გატარებულ პერიოდს და ტკბილად მომაგონდებით.
ცხოვრება მოულოდნელობებით არის სავსე. არასოდეს შეუშინდეთ ცხოვრებისეულ გამოწვევებს. ისწავლეთ, იშრომეთ და თქვენი დროც დადგება.
აუცილებლად გავაგრძელებთ მეგობრობას და რჩევა-დარიგებების მოცემას, როგორც ვაკეთებდი ხოლმე. 
წარმატებებით გევლოთ მუდამ. მიყვარხართ!“,- წერს სკოლის დირექტორი ვალერი კანკაძე. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები

მოსწავლის შეფასების სამკომპონენტიანი სისტემა ელექტრონულ ჟურნალში

მასწავლებლების სახლმა პედაგოგების შერჩევა დაიწყო - ვის მიენიჭება უპირატესობა და რა ვადებში უნდა გააკეთონ აპლიკანტებმა განაცხადი

დირექტორების საყურადღებოდ - 21 სექტემბერი მასწავლებელთა ფუნქციების ატვირთვის ბოლო დღეა

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო

სკოლის კურსდამთავრებულმა, ზაქრო გვიშიანმა მოსწავლეებს უსახსოვრა მაისურები, რომლებზეც სკოლის სახელი და ორბელის ციხის გამოსახულებაა დატანილი

სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა

 

 

მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს

 

 

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება