სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჯანსაღი ცხოვრების წესი და მავნე ჩვევის პრევენცია“- დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა
23-05-2024
-
+


მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა ჩამოყალიბებული. იქ ახალი თაობის აღზრდასა და განათლებაზე პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი ზრუნავს. ისინი დიდ ყურადღებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და ამ მიმართულებით მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას უთმობენ. 

სწორედ ამის ერთ-ერთი დასტურია ისიც, რომ სკოლაში აპრილ-მაისში პროექტი - „ჯანსაღი ცხოვრების წესი და მავნე ჩვევის პრევენცია“ განხორციელდა, რომელშიც მერვე კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ხელმძღვანელები კი ბიოლოგიის მასწავლებელი - ნანა ახალაია და რუსული ენისა და სპორტის პედაგოგი - ნატრული ჯანჯღავა იყვნენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის ფარგლებში, ჩატარდა სხვადასხვა ასაკისა და სქესის რესპოდენტთა ანონიმური გამოკითხვა, რამაც ცხადყო, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა არ მისდევს ჯანსაღ ცხოვრებას, საგანგაშო მდგომარეობაა თამბაქოს მოხმარების თვალსაზრისით, განსაკუთრებით კი მოზარდებში. კვლევით გამოვლინდა, რომ რესპოდენტთა დიდი ნაწილი ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლს მოიხმარდა. 

აღსანიშნავია, რომ რესპონდენტებს, კითხვართან ერთად, პროექტის ფარგლებში მომზადებული ბროშურები დაურიგდათ. მათზე დატანილი იყო ინფორმაცია ჯანსაღი ცხოვრების წესის ძირითად პრინციპებზე, მავნე ჩვევებზე, მის შედეგებსა და მისი პრევენციის გზებზე. გარდა ამისა, მომზადდა პოსტერები და სტიკერები კვების რაციონსა და ბალანსირებულ კვებაზე.

მოსწავლეებმა, უცხო ენასთან მიმართებაში, გრამატიკულ კონსტრუქციებზე დაყრდნობით (чтобы... надо/нужно/можно/нельзя...что делать?) შექმნეს პლაკატი - Здоровый образ жизни, რომელზეც შუქნიშნის ფერებით ასახულია აუცილებელ, გამაფრთხილებელ და აკრძალულ საქმიანობათა და კვების პროდუქტების ამსახველი მასალები. 

მასწავლებლების ხელმძღვანელობით, აღნიშნულ საკითხზე ანიმაციური ვიდეოფილმების ჩვენება გაიმართა, რომელზე დაყრდნობითაც მოსწავლეებმა სათანადო დასკვნები გააკეთეს და პროექტის მსვლელობისას გამოიყენეს. 

ბოლო ეტაპზე, პრეზენტატორებმა თავიანთი ჯგუფის მუშაობის ამსახველი მასალები სასკოლო საზოგადოების წინაშე წარადგინეს. 
 
„საზოგადოებაში ხშირად გვესმის სიტყვები - „ჯანსაღი ცხოვრების წესი“. უამრავი კომპეტენტური ადამიანი გვმოძღვრავს, რომ აუცილებელია, მივყვეთ ამ წესს და ვიცხოვროთ ჯანსაღად, ვინაიდან მისი პრინციპების დაცვა მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის პრობლემების თავიდან ასაცილებლად და ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად. თუმცა ბევრმა ადამიანმა ჯერ კიდევ არ იცის, თუ რას გულისხმობს ეს სიტყვები და რა პრინციპებს ეფუძნება ის.
ამ ყოველივეს გათვალისწინებით, სკოლაში განხორციელდა პროექტი. ის მიზნად ისახავდა საზოგადოებაში და კერძოდ, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესზე ცნობიერების ამაღლებას, მის პოპულარიზაციასა და მავნე ჩვევის პრევენციას.
პროექტზე მუშაობამ ხელი შეუწყო მოსწავლეებში როგორც დამოუკიდებლად, ისე ჯგუფური მუშაობის, აგრეთვე ინფორმაციის მოძიება-დახარისხების უნარების განვითარებას“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:






კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები

მოსწავლის შეფასების სამკომპონენტიანი სისტემა ელექტრონულ ჟურნალში

მასწავლებლების სახლმა პედაგოგების შერჩევა დაიწყო - ვის მიენიჭება უპირატესობა და რა ვადებში უნდა გააკეთონ აპლიკანტებმა განაცხადი

დირექტორების საყურადღებოდ - 21 სექტემბერი მასწავლებელთა ფუნქციების ატვირთვის ბოლო დღეა

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო

სკოლის კურსდამთავრებულმა, ზაქრო გვიშიანმა მოსწავლეებს უსახსოვრა მაისურები, რომლებზეც სკოლის სახელი და ორბელის ციხის გამოსახულებაა დატანილი

სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა

 

 

მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს

 

 

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება