სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

აკრძალულია ბავშვების მიმართ, ნებისმიერი ფორმით, ნებისმიერ გარემოში ძალადობა -  ბავშვთა უფლებები 
18-05-2024
-
+


საქართველოში, ბავშვების სასიკეთოდ, 2019 წელს შეიქმნა ბავშვის უფლებათა კოდექსი - „ბუკი“. ეს არის კანონი, სადაც წერია ბავშვის უფლებები. ყველამ უნდა იცოდეს და დაიცვას ეს უფლებები. ყველა 18 წლამდე ადამიანი არის ბავშვი.

„ბუკი“ ეხება ყველა ბავშვს. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში თითოეულ ბავშვს თანაბარი უფლებები აქვს, მიუხედავად სქესის, ასაკის, რელიგიის, ეროვნების, კანის ფერის, შეზღუდული შესაძლებლობისა და სხვა განსხვავების მიუხედავად. ქვეყანაში ყველა ვალდებულია შექმნას საჭირო პირობები, რათა ყველა ბავშვის უფლება თანაბრად იყოს დაცული. 

დაუშვებელია ბულინგი – ბავშვებს შორის განმეორებითი ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ჩაგვრა და დამცირება, მაგალითად: ხელის კვრა, გარიყვა, ისეთი სიტყვების დაძახება, რომელიც ბავშვს ცუდად აგრძნობინებს თავს, მეტსახელების შერქმევა და სხვა ქმედებები, რომელიც პირისპირ ან ონლაინ სივრცეში ხდება.

აკრძალულია ფიზიკური ძალადობა – შეხება, რომელიც ფიზიკურ ტკივილს იწვევს, აზიანებს ბავშვს. ცემა, ჩქმეტა, ხელის ძლიერად მოჭერა, თმის მოქაჩვა, ყურის აწევა და სხვა ქმედება.

აკრძალულია ფსიქოლოგიური ძალადობა – დაცინვა, დაჩაგვრა, აბუჩად აგდება, ბავშვის სხვასთან ცუდად მოხსენიება, ყვირილი და სხვა მოქმედება, რომელიც შეურაცხყოფს ბავშვს, მათ შორის, ონლაინ.

აკრძალულია იძულება – ფიზიკური მოქმედებით ან სიტყვიერად, პირისპირ ან ონლაინ სივრცეში მოქმედებით, ძალით გააკეთებინო ბავშვს ის, რისი გაკეთებაც არ უნდა და მისი უფლებაა, რომ არ გააკეთოს.

უგულებელყოფა – როცა მშობელს ან ბავშვზე მზრუნველ სხვა ადამიანს შეუძლია, მაგრამ არ ზრუნავს ბავშვზე და ამით საფრთხეს უქმნის მას. მაგალითად, არ უზრუნველყოფს საკვებით, ტანსაცმლით, ექიმის მომსახურებით და სხვ. 

ფიზიკური დასჯა – სახლში, ბაღში, სკოლაში ან ნებისმიერ სხვა ადგილას, დისციპლინის, წესების დასაცავად, ფიზიკური შეხება, მაგალითად, წამორტყმა, ყურის აწევა, კუთხეში დაყენება ან ბავშვის სხვა ფორმით დასჯა.

სექსუალური ძალადობა/სექსუალური შევიწროება – როდესაც ვინმე მოტყუებით, მოთაფვლით, დაშინებით, ფიზიკური ძალის გამოყენებით ან მუქარით, ბავშვის მიმართ სექსუალურ მოქმედებას ჩადის. მაგალითად, სხეულზე ან/და ინტიმურ ადგილებზე შეხება ან სექსუალური შინაარსის კომენტარებით, ჟესტებით მიმართვა, ბავშვისთვის ინტიმური ფოტოების/ვიდეობის გაგზავნა ან ბავშვისგან ასეთი ფოტოების/ვიდეოების მოთხოვნა და სხვა ნებისმიერი სექსუალური მოქმედება, რაც აფრთხობს, აბნევს, აშინებს, არცხვენს ან თავს უხერხულად აგრძნობინებს ბავშვს.

თუ გაქვს კითხვები, ან დაგჭირდება დამატებითი ინფორმაცია, დახმარება, დარეკე ამ ნომრებზე:

● ბავშვთა დახმარების ცხელი ხაზი – 111
● საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცხელი ხაზი
(პოლიცია, სასწრაფო სამედიცინო დახმარება, სახანძრო) – 112
● იურიდიული დახმარების სამსახური (ადვოკატი) – 1485
● სახალხო დამცველი - 1481
● მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურება – 08 08 00 00 00 88

იხილეთ ბავშვებისთვის ბავშვთა უფლებების შესახებ შემუშავებული დოკუმენტი

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საგრანტო კონკურსის ეტაპები ცნობილია - განათლების მინისტრის ბრძანება 

როგორ შეიცვლება მოსწავლეთა შეფასების წესი - რა ვალდებულებები ეკისრებათ სკოლებს

სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

 რეკომენდაციები მაქსიმალური შედეგის მისაღწევად და ცხრა შეცდომა, რომელიც ქულას დაგაკლებთ

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება