სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მოსწავლეთა სატრანსპორტო ტარიფებში ცვლილება შევიდა - ბიუჯეტი
17-05-2024
-
+


ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტობუსით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ტარიფისა და მარშრუტის დამტკიცების და მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზების შესახებ დადგენილებაში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც 10 წლამდე ბავშვები უფასოდ, ხოლო სკოლის მოსწავლეები 50%-იანი ფასდაკლებით იმგზავრებენ.

„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მუნიციპალური ავტობუსით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას უფასოდ მგზავრობის უფლება მიეცეთ შემდეგ პირთა კატეგორიებს:

ა) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს;

ბ) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კვებით უზრუნველყოფის პროგრამით გათვალისწინებული მზრუნველობამოკლებულთა უფასო სასადილოს ბენეფიციარებს;

გ) 0-10 წლამდე ბავშვებს.

2. ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მუნიციპალური ავტობუსით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას შეღავათიანი ტარიფით – 50%-იანი ფასდაკლებით მგზავრობის უფლება მიეცეთ შემდეგ პირთა კატეგორიებს:

ა) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს;

ბ) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი საჯარო სკოლების მოსწავლეებს (გარდა 0-10 წლამდე ბავშვებისთვის/მოსწავლეებისთვის, რომლებისთვისაც მგზავრობა უფასოა)“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

 


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება