სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„დღეს ვტოვებთ აუდიტორებს“  30-მდე უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილი გაიფიცა - ვრცელდება პროფესორ-მასწავლებელთა მიმართვაც
13-05-2024
-
+


დღეს, 13 მაისს საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების სტუდენტების ნაწილმა აუდიტორიები დატოვა და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტი აქციებზე გასვლით გააპროტესტა. ახალგაზრდებს მხარდაჭერა პროფესორთა ნაწილმა გამოუცხადა.

დილიდან ვრცელდება სხვადასხვა უნივერისტეტის ლექტორთა მიერ ცარიელ აუდიტორიებში გადაღებული ფოტოები და სტუდენტთა მხარდამჭერი პოსტები.

გავრცელდა თსუ-ს პროფესორ-მასწავლებელთა ნაწილის განცხადებაც.

სოციალურ ქსელში იწერება სტუდენტების ნაწილის მიმართვაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის გაპროტესტების თაობაზე. 

ასევე ვრცელდება იმ უნივერსიტეტების სია, რომელთა სტუდენტთა ნაწილიც პროტესტს უერთდება:

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი; 
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი; 
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი; 
თბილისის სამხატვრო აკადემია; 
GIPA - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი; 
საქართველოს უნივერსიტეტი; 
კავკასიის უნივერსიტეტი; 
GAU - ქართულ ამერიკული უნივერსიტეტი; 
ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი; 
სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი; 
თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები; 
ალტე უნივერსიტეტი;
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი; 
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი; 
საავიაციო უნივერსიტეტი; 
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი - IBSU; 
ევროპის უნივერსიტეტი; 
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი - CIU 
სამცხე ჯავახეთის-სახელმწიფო უნივერსიტეტი; 
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი; 
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 
უნივერსიტეტი ალტერბრიჯი; 
საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი; 
ბათუმის საზღვაო აკადემია; 
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი;
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის უნივერისტეტი;
 გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

(ინფორმაცია განახლებადია და მოცემულია სტატიის მომზადების მდგომარეობით)

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი მესამე მოსმენით დღეს დილით დაუჭირა მხარი. პლენარულ სხდომაზე კანონის მესამე მოსმენა კი 14 მაისს გაიმართება. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

თითო მოდული 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე უნდა იყოს გათვლილი - ცნობილია, ვინ ააწყობს სკოლებს

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

კონკურსში მონაწილეობდნენ კერძო სკოლა „თამარისის“ ნიჭიერი და ულამაზესი ვარსკვლავები

„მოსწავლეებმა დიდი მონდომებით მოაწყვეს ჩაის მაგიდა, მოირგეს მასპინძლისა და სტუმრის როლები“

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება