სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბებნისის საჯარო სკოლის დირექტორის თანადაფინასებით, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები პროფესიული თვითგამორკვევის საგანმანათლებლო ფორუმს დაესწრნენ
13-05-2024
-
+


ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს პროფესიული ორიენტაციის განსაზღვრაში ეხმარებიან. 

ამის დასტურია ისიც, რომ სკოლის დირექტორი ჯუნა ცხოვრებაძე, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებთან ერთად ესწრებოდა Tbilisi Saburtalo Hotel by Mercure-ში გამართულ, PDA-ს პირველ, პროფესიული თვითგამორკვევის საგანმანათლებლო ფორუმს.

აღსანიშნავია ფორუმის მიზანი იყო წარმატებული ადამიანების უშუალო ჩართულობით, ახალგაზრდების პროფესიულ თვითგამორკვევაში დახმარება. 

ღონისძიება შვეიცარიაში მოღვაწე ქართველმა ფიზიკოსმა - ირმა მგელაძემ გახსნა. პანელურ დისკუსიებში სხვა წევრებთან ერთად, აქტიურად მონაწილეობდა დირექტორი ჯუნა ცხოვრებაძე.

აღსანიშნავია, რომ დამსწრე აუდიტორიას საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს:  სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ; უზენაესი სასამართლოს, ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლემ თამარ ოქროპირიძემ; „სქილვილის“ დირექტორმა ლანა ჩხარტიშვილმა და MinDoor-ის თანადამფუძნებელმა ნინო ბერუაშვილმა; ალტებრიჯ უნივერსიტეტის რექტორმა და თანადამფუძნებელმა ნათია გოცაძემ; ტრანსფორმაციის ქოუჩმა ნატალია სტრედომმა; სამართალი ტექნოლოგიებში დოქტორმა ნინო ჯოლიამ.

ფორუმი უნივერსალური ცოდნის აკადემია UNIKO Universal Knowledge Academy Uniko-ს და კომპანია Orson Law Firm-ის მხარდაჭერით გაიმართა.

მოსწავლეთა საგანმანათლებლო ღონისძიებაში მონაწილეობა დააფინანსა Professional Development Association-მა და სკოლის დირექტორმა 750 ლარის ოდენობით.

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ორ სამსახურში დასაქმებულებთან დაკავშირებით - კანონში ცვლილებები შედის

ვინ არიან სქემის 31-ე მუხლს დაქვემდებარებული მასწავლებლები, ვისაც ზამთარში 3 საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება მიეცა

ETALONI.GE მასწავლებლის ეროვნულ დღეს გილოცავთ! 

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები
ამ ღირსშესანიშნავ თარიღთან დაკავშირებით, მოსწავლეთა თვითმმართველობამ სკოლის პედაგოგებთან ინტერვიუები ჩაწერა
 
შეხვედრა მეტად საინტერესოდ, მოსწავლე-მასწავლებელთა მაღალი ჩართულობით წარიმართა
 

პროექტმა მოსწავლეებს შესაძლებლობა მისცა, უფრო ღრმად შეეცნოთ გალაკტიონის პოეზიის სილამაზე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება