სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბებნისის საჯარო სკოლასთან არსებული ქორეოგრაფიულ ანსამბლ „ეგრისის“ კიდევ ერთი გამარჯვება
13-05-2024
-
+


ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისის საჯარო სკოლასთან არსებული ქორეოგრაფიულ ანსამბლ „ეგრისის“ მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით ეუფლებიან ქართულ ხალხურ ცეკვებს, ქორეოგრაფიის ისტორიასა და ფოლკლორულ ტრადიციებს და სხვადასხვა კონკურსში წარმატებით მონაწილეობენ.

ანსამბლის ქორეოგრაფი დავით აკოფაშვილი გახლავთ, რომლის ხელმძღვანელობით ანსამბლმა „ეგრისმა“ კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა. საერთაშორისო ფესტივალზე, რომელიც თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ფეტიეში ჩატარდა ანსამბლმა გრან-პრი დაიმსახურა. 
„ეგრისმა“ მიიღო 2025 წლის ფესტივალისთვის სრული დაფინანსება და ასევე რამდენიმე მიწვევა სხვადასხვა ფესტივალიდან.
სკოლაში ანსამბლისა და მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და მიღწევას ულოცავენ.

„სკოლა ულოცავს მიღწეულ წარმატებას ჩვენს უსაყვარლეს მოსწავლეებსა და ქორეოგრაფს და უსურვებს წარმატებულ მოღვაწეობას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ორ სამსახურში დასაქმებულებთან დაკავშირებით - კანონში ცვლილებები შედის

ვინ არიან სქემის 31-ე მუხლს დაქვემდებარებული მასწავლებლები, ვისაც ზამთარში 3 საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება მიეცა

ETALONI.GE მასწავლებლის ეროვნულ დღეს გილოცავთ! 

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები
ამ ღირსშესანიშნავ თარიღთან დაკავშირებით, მოსწავლეთა თვითმმართველობამ სკოლის პედაგოგებთან ინტერვიუები ჩაწერა
 
შეხვედრა მეტად საინტერესოდ, მოსწავლე-მასწავლებელთა მაღალი ჩართულობით წარიმართა
 

პროექტმა მოსწავლეებს შესაძლებლობა მისცა, უფრო ღრმად შეეცნოთ გალაკტიონის პოეზიის სილამაზე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება