სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ალათუმანის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღეს კვირეული მიეძღვნა
19-04-2024
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანის საჯარო სკოლაში ქართული ენის კვირეული ჩატარდა. 

სასკოლო საზოგადოებამ დედაენის დღე, ტარდიციულად, საინტერესო აქტივობებით აღნიშნა. კვირეულის ფარგლებში, მოსწავლეებმა თემატური პლაკატები მოამზადეს, კედლის გაზეთი გამოუშვეს, საჯაროდ კითხვის საათი მოაწყვეს.

გარდა ამისა, გაკვეთილების შემდეგ, მოსწავლებმა საკუთარი შესაძლებლობები კალიგრაფიაში გამოსცადეს. როგორც სკოლაში გვიყვებიან, ისინი თითოეულ ასო-ბგერას დიდი რუდუნებით ეფერებოდნენ. ამისთვის კი დირექციისგან მადლობა დაიმსახურეს.

ბოლოს კი, ქართული ენის მასწავლებლის - არპინე ნერსესიანის ხელმძღვანელობით შემაჯამებელი ღონისძიება ჩატარდა. მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს და დადებითი ემოციებით დაიმუხტნენ.

„მათ ეს დღე დიდხანს დაამახსოვრდებათ“,- ამბობენ სკოლაში. 

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება