სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„დედაენა ერთია, დედაენა ღმერთია“- კალის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღეს ღონისძიება მიეძღვნა
19-04-2024
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი საინტერესო ღონისძიება - „დედაენა ერთია, დედაენა ღმერთია“ გაიმართა.

მის ფარგლებში, მოსწავლეებმა თემატური კედლის გაზეთი საკუთარი ხელით შექმნეს. მათ ინფორმაცია მრგლოვანი და მხედრული ანბანის შესახებაც განათავსეს და შესაბამისი სურათებით გააფორმეს.

გარდა ამისა, მოსწავლეებმა უყურეს ფილმს, რომელშიც ასახული იყო, რამ განაპირობა 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადებულიყო. მათ ლექსები მხატვრულად წაიკითხეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

„დედაენის დღე კიდევ ერთი ლამაზი დღე იყო სკოლის ცხოვრებაში“,- ამბობენ სკოლაში.

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

სიახლე და საჩუქრები მოსწავლეებს „ავერსისგან“ და izrune.ge -გან

სასკოლო უბნების ჩამონათვალი ქალაქების მიხედვით ცნობილია - გადაამოწმეთ, რომელ სკოლაში შეგიძლიათ პირველკლასელის დარეგისტრირება

აბიტურიენტებისთვის პირველი ღია კარის დღე გაიმართა - დეტალებს განათლების სამინისტრო ასაჯაროებს

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

საჯარო სკოლის სპეცმასწავლებლებისთვის რეგისტრაცია გამოცხადდა - დეტალები

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

კონკურსის შემაჯამებელი ღონისძიება კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის ხელოვნების სკოლის დარბაზში გაიმართა

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

საინტერესო

არც ერთ ვერსიას არ აქვს ზუსტი დოკუმენტური მტკიცებულება. თუმცა ყველა ამ ტრადიციას შეიძლებოდა გავლენა მოეხდინა სიცილის დღის ჩამოყალიბებაზე. 

გაკვეთილების დაწყების მოქნილი განრიგი მოსწავლეთა კეთილდღეობისა და აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებას იწვევს.

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება