სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, ეტალონი, საინტერესო

2024 წლის ხობის „ეტალონი გუნდი“ გამოვლინდა
16-04-2024
-
+


ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში 2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდა. 

საზეიმოდ მორთულ გარემოში განსაკუთრებულად ამაღლებული განწყობა სუფევდა - მართლაც ერთ ოჯახად იყო ქცეული ხობის სასკოლო საზოგადოება. გულწრფელად იზიარებდნენ თითოეული გუნდის წარმატებასა და სიხარულს. 

მოსწავლეებს გამამხნევებელი სიტყვით მიმართა და წარმატებები უსურვა ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ბეატრისა რუსიამ. ღონისძიებას კი ტრადიციულად „ეტალონის“ ავტორი და უცვლელი წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა.

 

მონაწილე გუნდებს კი ადგილობრივი ხელისუფლების, რესურსცენტრისა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები გულშემატკივრობდნენ.

ღონისძიების მსვლელობისას, სპეციალური დიპლომებით დაჯილდოვდნენ izrune.ge-ში ჩართული გამორჩეულად წარმატებული მოსწავლეებიც.

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში მუნიციპალიტეტის სკოლების მე-6 და მე-7 კლასელებისგან დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ. 20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ:

   

2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდება და პირველობა მოიპოვა ახალი ხიბულის N2 საჯარო სკოლის გუნდმა 82 ქულით.  გუნდს ხელმძღვანელობდა VII კლასელი ანასტასია თოდუა, ხოლო შემადგენლობაში შედიოდნენ ელენე ვეკუა VII კლასი, ცოტნე ჭილაია VII კლასი, მაკა ჭანტურია VII კლასი და ილია ვეკუა VII კლასი. 

მეორე ადგილზე 69 ქულით გავიდა შუა ხორგის საჯარო სკოლის გუნდი VII კლასელი ნიკა შურღულაიას კაპიტნობით. გუნდის შემადგენლობაში იყვნენ: მარიამ ხორავა VI კლასი, ანრი კიზირია VI კლასი, მეგი გეგეჭკორი VI კლასი და დავით ხარაიშვილი VII კლასი. 

მესამე ადგილი კი მოიპოვა ზემო ქვალონის საჯარო სკოლის მე-6 კლასელებით დაკომპლექტებულმა გუნდმა 67 ქულით. გუნდს ხელმძღვანელობდა გიგა თეთრაძე, შემადგენლობაში კი შედიოდნენ: ნიკა ფაჩულია, გიორგი თურქია, დარიკო საჯაია და კესო ჭანტურია. 


ღონისძიების სრული ფოტოკოლაჟი იხილეთ ბმულზე 


ასევე იხილეთ:

ხობში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა

საგანი, რომლის ახალი სტანდარტიც დეტალურად გაიწერა - ბრძანება

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

სკოლაში ულოცავენ მოსწავლეს წარმატებას და წინსვლასა და განვითარებას უსურვებენ

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება