სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, ეტალონი, საინტერესო

მესტიაში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
12-04-2024
-
+


„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი გრძელდება. პროექტი ამჯერად მესტიას სტუმრობს. მესტიის N2 საჯარო სკოლაში შეკრებილო მოსწავლეები, მათი ოჯახები და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები მოუთმენლად ელიან 2024 წლის „მესტიის ეტალონი გუნდის“ გამოვლენას. 

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში მუნიციპალიტეტის სკოლების მე-6 და მე-7 კლასელებისგან დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობენ. ღონისძიების შედეგად გამოვლინდება მესტიის „ეტალონი გუნდი“. თითოეული გუნდი 3-3 მოსწავლისგან შედგება. გუნდებს ჰყავთ არჩეული კაპიტანი მოსწავლე, რომელსაც გუნდის ხელმძღვანელობა და გადაწყვეტილების მიღების პასუხისმგებლობა აკისრია. 



ღონისძიებას „ეტალონის“ ავტორი და უცვლელი წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვება. მონაწილე გუნდებს კი ადგილობრივი ხელისუფლების, საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები გულშემატკივრობენ.

 

მონაწილეებს გამამხნევებელი სიტყვებით მიმართეს და წარმატებები უსურვეს მესტიის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველმა კულტურის საკითხებში, ლევან კიკვაძემ და მესტიის რესურსცენტრის უფროსმა დარეჯან ნიგურიანმა. 

ამჯერად გამარჯვებისთვის ერთმანეთს ჯანსაღ კონკურენციაში მესტიის მუნიციპალიტეტის 22 სკოლის 66 მოსწავლე ეჯიბრება. გამარჯვებული სამეულის ვინაობა კი 20 კითხვის შედეგებით გახდება ცნობილი.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება