| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გელა ჭედიას სახელობის, მარტვილის მუნიციპალიტეტის, ლეციცხვაიეს საჯარო სკოლაში, საგნობრივი ცოდნის მიღების პარალელურად, მოსწავლეები მრავალმხრივ ვითარდებიან და გარემოზე ზრუნვასაც სწავლობენ.
აღნიშნულ საკითხს ლეციცხვაიეს საჯარო სკოლაში არაერთი საინტერესო აქტივობა ეძღვნება და ერთ-ერთი მათგანი პრეზენტაცია გახლდათ, რომელიც უფროსი კლასების წარმომადგენლებმა უმცროსკლასელებს გააცნეს.
პრეზენტაცია წყლის თვისებებსა და წყლის დაზოგვით ღონისძიებებს ეძღვნებოდა.
„მოსწავლეებმა დაამზადეს წყლის წრებრუნვის მოდელი, ჩაწერეს საინტერესო ვიდეო, თუ როგორ შეიძლება სახლის პირობებში ჭის წყლის გაწმენდა მინარევებისგან და შემდეგ, ვიდეორგოლი განათავსეს სკოლის ფეისბუქგვერდზე.
ასევე მოსწავლეებმა დაამზადეს კედლის გაზეთი და ბოლოს, მხიარული ფლეშმობით დაასრულეს შემეცნებითი აქტივობა“, - ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მასწავლებლობა მხოლოდ საგნის სწავლება კი არა, სულის ძერწვის ხელოვნებაა
მოზარდი, რომელმაც თბილისში ერთი ადამიანი დაჭრა, დაკავებულია - დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს
პირველი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებიდან - 14 ოქტომბერი დასვენებაა
მასწავლებლობა მხოლოდ საგნის სწავლება კი არა, სულის ძერწვის ხელოვნებაა
მასწავლებლობა მხოლოდ საგნის სწავლება კი არა, სულის ძერწვის ხელოვნებაა