| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ლევან ბერიძის სახელობის, შუახევის მუნიციპალიტეტის, ფურტიოს საჯარო სკოლაში, სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და პროფესიონალი პედაგოგები, დირექციის მხარდამხარ, მუდმივად ცდილობენ, მოსწავლეებს ისეთი საგაკვეთილო აქტივობები შესთავაზონ, რომ ბავშვებისთვის სწავლა საინტერესო და სახალისო იყოს.
ამის დასტურია ფურტიოს მე-3 კლასის მოსწავლეებთან ჩატარებული გაკვეთილი ბუნებისმეტყველებაში, როდესაც პედაგოგმა, თეონა მახარაძემ თავის საყვარელი მოსწავლეები, მზის სისტემაში „ამოგზაურა“.
პატარებმა ბევრი საინტერესო ფაქტი შეიტყვეს... მაგალითად ის, რომ მზის სისტემა შედგება მზისა და ყველა იმ მასზე პატარა ობიექტისგან, რომლებიც მის გარშემო მოძრაობენ... მზის გარდა, სისტემის უდიდესი წევრია რვა პლანეტა, მზესთან ახლოს კი განლაგებულია მერკური, ვენერა, დედამიწა და მარსი...
მე-3 კლასის მოსწავლეებმა საკუთრი ხელით შექმნეს თემატური პლაკატი, ერთმანეთს კოსმოსის შესახებ გაგონილი დაუჯერებელი ამბებიც მოუყვნენ და თეონა მასწავლებელთან ერთად, კიდევ ერთი საინტერესო დღე ჩაწერეს ფურტიოს საჯარო სკოლის მოგონებათა წიგნაკში.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მასწავლებლობა მხოლოდ საგნის სწავლება კი არა, სულის ძერწვის ხელოვნებაა
მოზარდი, რომელმაც თბილისში ერთი ადამიანი დაჭრა, დაკავებულია - დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს
პირველი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებიდან - 14 ოქტომბერი დასვენებაა
მასწავლებლობა მხოლოდ საგნის სწავლება კი არა, სულის ძერწვის ხელოვნებაა
მასწავლებლობა მხოლოდ საგნის სწავლება კი არა, სულის ძერწვის ხელოვნებაა