სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N21 სკოლის მე-7 კლასის წარჩინებული მოსწავლე საერთაშორისო სასწავლო პროგრამაში მონაწილეობდა
01-04-2024
-
+


ქუთაისის N21 საჯარო სკოლაში ნიჭიერი, შემოქმედებითი და აქტიური მოსწავლეები სწავლობენ, რომლებიც, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ საინტერესო ღონისძიებასა თუ პროექტში მონაწილეობენ.

ერთ-ერთი მათგანი მე-7ბ კლასის წარჩინებული მოსწავლე ლიზი დოღონაძეა. ის საერთაშორისო სასწავლო პროგრამაში აქტიურად ჩაერთო და მის ფარგლებში იგი ისეთ ინსტიტუციებში იმყოფებოდა, როგორებიცაა: ევროპის პარლამენტი, ევროკავშირის საბჭო, ევროკომისია, ნატოს შტაბ-ბინა, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური, ევროპის რეგიონთა კომიტეტი და ბელგიის პარლამენტი. 

გარდა ამისა, მან ბრიუსელის ღირსშესანიშნაობები და დასავლეთ ფლანდრიის პროვინციის დედაქალაქი - ბრიუგე მოინახულა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის მიზანი მონაწილეების სათანადო უნარ-ჩვევების, ცოდნისა და შესაძლებლობების მაქსიმალური გამოვლენა; თანამშრომლობითი, კრიტიკული აზროვნების, შემოქმედებითი უნარის განვითარება, ასევე, ტოლერანტი, გლობალური მოქალაქის ჩამოყალიბება იყო. 

ვიზიტის ფარგლებში, სახალისო და ნოვატორული მეთოდებით სწავლების გარდა, პროგრამა დატვირთული იყო მრავალფეროვანი შემეცნებითი აქტივობითა და ექსკურსიებით, საჯარო გამოსვლებით, დებატებით, პრეზენტაციებით, სიურპრიზებითა და ემოციებით.

„იყო ძიება, სწრაფვა და შრომა. უნიკალურობა და ინდივიდუალურობა, ჯილდოდ - სერტიფიკატი.
ლიზი დიდი გამოცდილებითა და ცოდნით, დაუვიწყარი შთაბეჭდილებებითა და მაღალი შეფასებებით დაბრუნდა სკოლაში. ახალი გამარჯვებები და მიღწევები, საინტერსო და ძალიან წარმატებული მომავალი ნიჭიერ ლიზის! მადლობა, პროექტის ხელმძღვანელს, მრავალფეროვან და საინტერესო, ეფექტურ და კრეატიულ პედაგოგს, ქალბატონ მაკა კაჭკაჭიშვილს“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მოზარდი, რომელმაც თბილისში ერთი ადამიანი დაჭრა, დაკავებულია - დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

უფასოდ პედაგოგები, პენსიონერები და სხვა რისკჯგუფებს მიკუთვნებული მოქალაქეები აიცრებიან

პირველი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებიდან - 14 ოქტომბერი დასვენებაა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება