სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩვენ ერთად ვქმნით საზოგადოებას“ - დამალის საჯარო სკოლაში ცნობიერების ამაღლებას მოსწავლეებმა, პედაგოგებთან ერთად, ღონისძიება მიუძღვნეს
29-03-2024
-
+


ასპინძის მუნიციპალიტეტის, დამალის საჯარო სკოლაში, მოსწავლეები, საგნობრივი ცოდნის მიღების პარალელურად, სწავლობენ იმას, რომ ყველა ადამიანი თანაბარუფლებიანია და არ შეიძლება, თანატოლების რაიმე ნიშნით გამორჩევა.

სკოლაში სხვადასხვა ღონისძიება ეწყობა, რომელიც ემსახურება ბავშვების ცნობიერების ამაღლებას, ტოლერანტული გარემოს შექმნას და ახლახან ჩატარებული ღონისძიებაც კიდევ ერთი გზავნილი გახლდათ - რომ მეგობრებმა ქრომოსომები კი არ უნდა ითვალონ, არამედ თესონ სიკეთე და სიყვარული. 

ახლახან დამალის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა, დაუნის სინდრომის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, მასშტაბური ღონისძიება ჩაატარეს;

აქტივობა სპეციალური მასწავლებლის - სარა ბაგდასარიანისა და კლასის დამრიგებლის, მარიამ მაკარიანის ხელმძღვანელობით ჩატარდა, რომელიც კიდევ ერთი მკაფიო გზავნილი გახლდათ, რომ სწორედ სკოლიდან იწყება მოქალაქეობრივი თვითშეგნების ჩამოყალიბება! სკოლებში სწავლობენ ბავშვები ტოლერანტობას და სწორედ მოსწავლეები, მასწავლებლებთან ერთად, ქმნიან საზოგადოებას!

ღონისძიებასაც შესაბამისი სახელი ეწოდა - „ჩვენ ერთად ვქმნით საზოგადოებას", პროექტის მიზანი კი დაუნის სინდრომის მქონე პირთა მიმართ არსებული სტიგმებისა და სტერეოტიპების დამსხვრევა, საზოგადოების სწორი ინფორმირება და ემპათიის გაღვივება გახლდათ.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„თბილისობა 2026“-ის ღონისძიებების პროგრამა ლოკაციების მიხედვით ცნობილია

რა მიზნებს უნდა მიაღწიონ მოსწავლეებმა საფეხურების მიხედვით

მესამე შანსი ორჯერ ჩაჭრილი აბიტურიენტებისთვის - NAEC ხელახალ რეგისტრაციას აცხადებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება