სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N92 საჯარო სკოლის მოსწავლეები საინტერესო საგანმანათლებლო პროექტში ჩაერთნენ
29-03-2024
-
+


თბილისის N92 საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან სხვადსხვა საგანმანათლებლო პროექტებში და შესაძლებლობებს წარმოაჩენენ. 

ამჯერად,  IX-XI კლასის მოსწავლეებს საქართველოს ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმამ - „ფინედუ“ უმასპინძლა.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრა გაიმართა საქართველოს ეროვნულ ბანკში. მოსწავლეებმა მიიღეს ბევრი საჭირო ინფორმაცია ფინანსური რესურსების დაზოგვის, ბიუჯეტირების, საბანკო პროდუქტების, ზოგადად ფინანსური სისტემის, მისი უსაფრთხოებისა და სხვა საინტერესო საკითხების შესახებ.

შეხვედრის ფარგლებში, მოსწავლეებმა შეასრულეს სხვადასხვა პრაქტიკული სავარჯიშო და იმსჯელეს მათთვის აქტუალურ ფინანსურ საკითხებზე.

სკოლა მადლობას უხდის ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პორტალ - „ფინედუსა“ და მის ტრენერს - სოფო მამნიაშვილს საინტერესო და ინფორმაციული შეხვედრისთვის.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრის ინიციატორი სამოქალაქო განათლების პედაგოგი თეა გიგაური იყო. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ბაღების სააგენტომ საახალწლოდ ტკბილეულის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პატარებს წინ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრება ელოდებათ

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირველკლასელებს
 
მოსწავლეთა მონაწილეობით ლამაზი ღონისძიება გაიმართა
 

მოსწავლეებმა ბევრი იხალისეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება