| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისის საჯარო სკოლის დირექტორი ჯუნა ცხოვრებაძე საკუთარი საქმის სიყვარულით გულანთებული ხელმძღვანელია. სწორედ, პროფესიის სიყვარული და ენთუზიაზმი აძლევს მოტივაციას საუკეთესოდ ემსახუროს მოსწავლეთა აღზრდა-განათლების კეთილშობილურ საქმეს.
ჯუნა ცხოვრებაძე etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს პასუხობს:
- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...
- თუ დაუკვირდებით, ძალიან მარტივია.
- აბიტურიენტი რომ ვიყო...
- უფრო მეტად დავფიქრდებოდი ჩემს სამომავლო პროფესიაზე. ვიზრუნებდი საკუთარ პროფესიულ თვითგამორკვევაზე. საკუთარ თავს ვკითხავდი: რატომ მინდა? რისთვის მინდა? ავირჩევდი იმ მიმართულებას, რისი კეთებაც სიამოვნებას მომგვრიდა, თან იქნებოდა კონკურენტუნარიანი და მაღალანაზღაურებადი.
ძალიან მიყვარს თითოეული მათგანი. ყოველდღიურად უამრავ წერილს მწერენ, მეხუტებიან, გულში მიკრავენ. ბავშვები ყველაზე გულწრფელები არიან. სიყვარულს რომ არ გრძნობდნენ ასე არ მოიქცევიან. მეც არ ვაკლებ მზრუნველობას და სიყვარულს. შვილებივით მყავს ყველა ....
- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...- 20 წლის ვიყავი მათემატიკის პედაგოგად რომ დავიწყე მუშაობა, ხოლო 26 წლის ასაკში ბებნისი საჯარო სკოლის დირექტორი გავხდი. ამ წლების განმავლობაში უამრავი წარმატებული საგანმანათლებლო და ინფრასტრუქტურული პროექტები განვახორციელე ჩემს უსაყვარლეს გუნდთან ერთად. ბებნისის სკოლა ერთერთია რომელიც თანამედროვე სტანდარტებით არის აღჭურვილი და ჰყავს პროფესიონალი კადრი, რომელთაც ყოველთვის ჰქონდათ ჩემი მხარდაჭერა პროფესიული ზრდის მიმართულებით. მაგრამ მთავარ მიღწევად მაინც მოსწავლის გულწრფელ სიყვარულს ვთვლი...
- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...
- მედიცინა და მითოლოგია.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო
რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას