სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

რა იციან იაპონელმა მოსწავლეებმა საქართველოს შესახებ და როგორია მათი ყოველდღიურობა - ფოტოამბები იაპონიიდან
23-04-2018
-
+


საგანმანათლებლო პორტალ Izrune.ge-ს წარმომადგენელი თიკი ტყეშელაშვილი Izrune.ge-ს პროექტის ფარგლებში, საქმიანი ვიზიტით იაპონიაში იმყოფებოდა. ის არაერთ მოსწავლეს შეხვდა და იაპონელი ბავშვების ყოველდღიურ ცხოვრებას გაეცნო

თიკიმ სპეციალურად Etaloni.ge-სთვის ფოტოამბები შეაგროვა. გთავაზობთ პირველ ნაწილს.

კიოკო და მისი ძმა. 
კიოკოს ძმა სკოლაში წელს შევიდა. მან, ისევე როგორც,  სხვა მოსწავლეებმა სწავლა პირველ აპრილს დაიწყო (იაპონიაში სასწავლო წელი სწორედ ამ დროს იწყება). ძალიან გაუკვირდა, როდესაც გაიგო, რომ საქართველოში სწავლა სექტემბერში იწყება. როგორც კიოკოს პირველკლასელმა ძმამ მითხრა, სკოლა და სწავლის პროცესი ძალიან მოსწონს, ყველა საგანს კარგად ართმევს თავს. ერთადერთი, რაც ყველაზე მეტად უჭირს - მძიმე ჩანთის ტარებაა (ეს პრობლემა არც ქართველი მოსწავლეებისთვისაა უცხო).



მაიაკო
ფორმის ტარებას ჯერ კიდევ ბაღში მიეჩვია. „ძალიან მომწონს, სკოლაში ფორმებით რომ დავდივართ. სხვაგვარად ვერც წარმომიდგენია,“ - მეუბნება მაიაკო. ის ინტერესდება, თუ საიდან ვართ და ჩვენთან როგორ დადიან მოსწავლეები. როდესაც ვუთხარი, რომ საქართველოდან (Georgia) ვარ, დიახ, გამიგია, ამერიკის შტატიაო. გაოცდა, რომ გაიგო, კიდევ ერთი Georgia-ს არსებობა. დამპირდა, რომ სახლში მისვლისთანავე დედას ჰკითხავდა, თუ იცის, სად არის საქართველო. კიდევ ის გაუკვირდა, რომ ჩვენთან სკოლებში ფორმებით სიარული სავალდებულო არ არის.



„ცოტა ზარმაცი ვარ, მაგრამ გააზრებული მაქვს, რომ განათლება აუცილებელია ჩემი მომავლისთვის,“ - მეუბნება კიდევ ერთი იაპონელი მოსწავლე. როგორც ის აღნიშნავს, ყველზე მეტად ქიმიის მეცადინეობა ეზარება. ძირითადად, ჰუმანიტარული საგნები უყვარს და მხატვრული ლიტერატურის კითხვა. ახლაც ტელეფონში სწორედ ერთ-ერთ მხატვრულ ნაწარმოებს კითხულობს.



ამ გოგონამ ინგლისური არ იცის, თუმცა ყველანაირად ეცადა, დამხმარებოდა გზის გაკვლევაში - ჟესტებით გამაგებინა, რომ სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა. ასევე ჟესტებით შევიტყვე, რომ იაპონიაში სწავლა 08:30-ზე იწყება და დღეში 5-6 გაკვეთილი აქვს.



რიკეს მამა სუმოს დიდი მოყვარულია. თვეში ერთხელ ის მამასთან ერთად სპორტის ამ ნაციონალურ და იაპონიაში ყველაზე მეტად პოპულარულ სანახაობას ესწრება. რიკესთვის საქართველო ტოჩინოშინთან (ლევან გორგაძე) ასოცირდება. თუმცა, ზუსტად არ იცის, სად არის საქართველო. მხოლოდ ის იცის, რომ იგი ტოჩინოშინის სამშობოლოა.



სწავლის დაწყებამდე მთელი სკოლის ბავშვებს 15-წუთიანი შეკრება აქვთ სკოლის ეზოში. დირექტორი მოსწავლეებს განცხადებით მიმართავს, გეგმავს მომავალ კვირას. სწორედ ასეთ შეკრებაზე გავიცანი ეს გოგონა, რომელიც საქართველოთი დაინტერესდა. განსაკუთრებით დაინტერესდა, წვიმს თუ არა საქართველოში ისეთივე სიხშირით, როგორც ტოკიოში თუ ნაკლებად.



Etaloni.ge ფოტოამბებს იაპონიიდან კვლავ შემოგთავაზებთ

კომენტარები


ეტალონი

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პედაგოგების საყურადღებოდ - ვებინარების ციკლი იწყება

5103 ლარიანი დანამატი მიეცემათ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ჩარიცხულ პირებს, რომლებიც 11 თვე სრულად იმსახურებენ 

ცნობილია იმ საბავშვო ბაღების სია, რომელთა შესახებაც საბჭო უახლოეს დღეებში იმსჯელებს - ჩამონათვალი 

3 მთავარი ცვლილება მასწავლებლებისთვის - დამატებითი უფლებები და პირობები კანონით განისაზღვრა

კანონში მასწავლებლის ახალი თანამდებობები ჩნდება

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მე-8 კლასის მოსწავლეებმა ისაუბრეს თავიანთ საყვარელ ნაწარმოებებზე

„ეს დღე იყო ცოდნის გაღრმავების, კულტურული მემკვიდრეობის გაცნობისა და სასიამოვნო ემოციების გაზიარების საუკეთესო შესაძლებლობა“

„მადლობა მასწავლებლებს, გაწეული შრომისთვის და მადლობა მშობლებს სამაგალითო შვილების აღზრდისთვის“

მეოთხე კლასის მოსწავლეები დიდი სიყვარულით დაემშვიდობნენ მზიურ ოქროაძეს, პირველ მასწავლებელს, რომელსაც პატარებმა დაუვიწყარი წუთები აჩუქეს

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება