სიახლეები
ეტალონი

„თელავის მუნიციპალიტეტის ეტალონის“ საპრიზო ადგილები და-ძმამ გადაინაწილა - რატომ ატირდა გამარჯვებული ფინალში?
24-10-2017
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გრძელდება.

ამჯერად, „თელავის მუნიციპალიტეტის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

ღონისძიებას გამგეობის კულტურისა და განათლების სამსახურის უფროსი სოფო ახმეტელი, ქალაქ თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ლევან მრელაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სკოლების წარმომადგენლები, დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

ღონისძიებას ასევე,  ''2008 წლის ეტალონი მოსწავლე თელავიდან'' მზია აზნიაშვილი ესწრებოდა. მან ინტელექტ-შეჯიბრთან დაკავშირებული ისტორიები გაიხსენა და ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ როგორ შეცვალა ''ეტალონმა'' მისი ცხოვრება.

მონაწილეები და გულშემატკივრები გამარჯვებულის გამოვლენამდე ძალიან ღელავდნენ. ყველაზე საინტერესო მომენტი კი ღონისძიების ბოლოს, გამარჯვებულების გამოვლენა იყო, „ეტალონის“ სამი საპრიზო ადგილიდან, პირველი და მეორე ადგილი და-ძმამ, მარიამ და მიხეილ შიშმანაშვილებმა გადაინაწილეს.

''თელავის მუნიციპალიტეტის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულს იყალთოს სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე მარიამ შიშმანაშვილი დაეუფლა. 

მარიამ შიშმანაშვილი Etaloni.ge-ს საკუთარ ემოციებს უზიარებს:

ძალიან ემოციური იყო ეს ყველაფერი. ჩემს შესაძლებლობებში არ ვიყავი დარწმუნებული. ამიტომ გამარჯვება მოულოდნელი იყო. როდესაც გამარჯვებულად გამომაცხადეს, ძალიან ბევრი ვიტირე და ეს ფოტოებშიც ჩანს.

რაც შეეხება ჩემი ძმის მეორე ადგილზე გასვლას, მას თავიდანვე მთავარ კონკურენტად ვთვლიდი. რა თქმა უნდა, მისი წარმატებაც გამიხარდა. როდესაც გამარჯვებულებს აცხადებდნენ, ძალიან ვნერვიულობდი, მინდოდა რომ ''ეტალონი მოსწავლე'' ვყოფილიყავი.

ინტელექტ-შეჯიბრის დროს ყველაზე მეტად დირექტორის რჩევა დამეხმარა. მან მირჩია, რომ თუ პასუხში დარწმუნებული არ ვიყავი, თავი შემეკავებინა. მიზანმიმართულად ვითამაშე და ყველაფერი გავაკეთე გამარჯვებისთვის. თანატოლებს, მომავალ ''ეტალონელებს'' ვურჩევდი, რომ ბევრი იკითხონ, ისწავლონ და შრომა აუცილებლად დაუფასდებათ.“

გამგეობის კულტურის, ძეგლთა დაცვის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი სოფო ახმეტელი:

''ეტალონი'' არის ძალიან წარმატებული პროექტი. ამაზე მეტყველებს მოსწავლეების მხრიდან დიდი ინტერესი, რასაც ყოველწლიურად იჩენენ ინტელექტ-შეჯიბრის მიმართ. რაც შეეხება ბოლო ღონისძიებას, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში ჩატარდა, ძალიან საინტერესო იყო. მონაწილეები ცდილობდნენ საკუთარი ცოდნა წარმოეჩინათ, მაგრამ გამარჯვება საუკეთესოთა შორის საუკეთესომ მოიპოვა. სამეულში გასული მოთამაშეებიდან და-ძმამ პირველი და მეორე ადგილი გადაინაწილა. ეს იყო ყველაზე ემოციური მომენტი.“

თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ლევან მრელაშვილი:

''გამარჯვებული მარიამ შიშმანაშვილი ნამდვილად გამორჩეული გოგონაა. მუნიციპალიტეტი ასეთი შესაძლებლობების ბავშვებს, რა თქმა უნდა, ყურადღების გარეშე არ დატოვებს. ფინალში მონაწილეობის მისაღებად გათვალისწინებულ ყველა ხარჯს ან რესურცენტრი დაფარავს ან პირადად მე. რაც შეეხება ღონისძიებას, ყველაფერი ძალიან კარგად ჩატარდა. საინტერესო კითხვები იყო და ბავშვებიც ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართულები. „ეტალონში“ მონაწილეობის მიღება მოსწავლეებს საკუთარი ცოდნის რეალიზების საშუალებას აძლევს და რაც მთავარია, მათთვის ეს წარმატებისკენ გადადგმული ნაბიჯია.“

იყალთოს სკოლის დირექტორი ნოდარ ბერძენაშვილი:

„მარიამ და მიხეილ შიშმანაშვილები განსაკუთრებული ნიჭიერებით გამოირჩევიან. ბავშვებს ძალიან უყვართ წიგნები და კითხვა. ისინი „ეტალონში“ მონაწილოებას შარშანაც იღებდნენ. თუმცა მაშინ მონდომება აკლდათ. მარიამ შიშმანაშვილის გამარჯვებას ველოდი. მონაწილეობის მიღება მე შევთავაზე. მარიამი ისეთი კარგი მოსწავლეა, რომ მომავალში მისგან უფრო მეტს ველოდები.“

„საერთაშორისო ეტალონის“ მონაწილე, მზია აზნიაშვილი:

„მახსოვს „საერთაშორისო ეტალონში“ მონაწილეობამ პიროვნულად ჩემში ძალიან ბევრი რამ შეცვალა. ''თელავის მუნიციპალიტეტის ეტალონი მოსწავლის“ გამოსავლენად გამართულ ღონისძიებას მეც ვესწრებოდი და მინდა გითხრათ, რომ ძალიან ნასიამოვნები ვარ. ბავშვების ცოდნის დონემ დამაკმაყოფილა, თავად ინტელექტ-შეჯიბრი კი საინტერესოდ მიმდინარეობდა.

ჩემი წარმატების ფორმულაც „ეტალონია“. პროექტში გამარჯვების შემდეგ დავიწყე მიზნისკენ სწრაფვა და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ბატონმა გოჩა ტყეშელაშვილმა და „ეტალონმა“ მასწავლა, როგორ უნდა გიხაროდეს სხვისი წარმატება. ამ პრაქტიკას როგორც პედაგოგი, სკოლაშიც ვიყენებ.“

''თელავის მუნიციპალიტეტის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი მარიამ შიშმანაშვილი ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება. „ეტალონი“ 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“.

ფოტოების სანახავად იხილეთ ბმული.


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად ლენტეხს ესტუმრა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ლენტეხს სტუმრობს
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად ცაგერს სტუმრობს
14 მაისს „ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატს ონის მუნიციპალიტეტმა უმასპინძლა.
სიახლეები
„ხელფასთან ერთად მასწავლებლებისთვის განსაზღვრული გვქონდა 1000 ლარიანი დანამატი“ - მინისტრი
პირველკლასელთა რეგისტრაციის დეტალური ინტრუქცია - რა ინფორმაცია უნდა შეიყვანოთ ბავშვის სკოლაში დასარეგისტრირებლად
ბაღის თანამშრომლების დამატებითი ვალდებულება - ახალი დოკუმენტი
მოუწევთ თუ არა მოსწავლეებს თანხის გადახდა ავტობუსში - დადგენილება
როგორ უნდა ნახოთ არის თუ არა დარჩენილი თავისუფალი ადგილები იმ სკოლაში სადაც ბავშვის  პირველ კლასში მიყვანა გსურთ
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
მოსწავლეებმა ისაუბრეს თამარის მოღვაწეობასთან დაკავშირებული ისტორიული მოვლენების შესახებ
პროექტი განხორციელდა ქართული ენის კონსულტანტ-მასწავლებლებლების ხელმძღვანელობით, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები ეროვნულ თავდაცვის აკადემიას ესტუმრნენ
გამოვლინდა გამარჯვებული გუნდიც. ბავშვებმა სხარტი აზროვნება და ცოდნა შესანიშნავად წარმოაჩინეს
ტურნირში მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ
ბოლოს, კი კონკურსის ფარგლებში შექმნილი ყველა ნამუშევარი მათ სადემონსტრაციო კედელზე გააკრეს
საინტერესო
რა ტრადიციებთანაა დაკავშირებული სკოლის დამთავრება სხვადასხვა ქვეყანასა თუ კულტურაში
ნეიროქსელი არ უშვებს გრამატიკულ შეცდომებს
გახსოვდეთ, მოსწავლეთა მიღწევებზე პასუხისმგებელი მხოლოდ თქვენ არ ხართ - არის რიგი ფაქტორები, რაც მასწავლებლის კონტროლს არ ექვემდებარება


დიფერენციაციის თეორიის საკლასო ოთახში რეალიზება მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა 
უნდა დაეხმაროს თუ არა მასწავლებელი, მოსწავლეს აღმოაჩინოს აფანტაზია საკუთარ თავში?
სიახლეები
საზოგადოება