TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

როგორ აღნიშნავენ სკოლის დამთავრებას სხვადასხვა ქვეყანაში? 
17-05-2024
-
+


2023-2024 სასწავლო წელის საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის 20 მაისს სრულდება. საქართველოში სკოლის ბოლო დღე თეთრი პერანგებით და სამახსოვრო წარწერებით აღინიშნება... საინტერესოა, თუ რა ტრადიციებთანაა დაკავშირებული სკოლის დამთავრება სხვადასხვა ქვეყანასა თუ კულტურაში. გთავაზობთ სხვადასხვა ქვეყნებში დამკვიდრებულ ტრადიციებს, რომელიც დამამთავრებელი  კლასის მოსწავლეებისთვის ტრადიციადაა დამკვიდრებული.

2023-2024 სასწავლო წელი 20 მაისს დასრულდება საჯარო სკოლების მეთორმეტეკლასელებისთვის 

ჩინეთი

ზოგადად, ჩინეთის სასკოლო სისტემაში გამოსაშვებ საღამოსთან დაკავშირებული ტრადიციები ნაკლებადაა და კურსდამთავრებულებს ეს დღე შეუძლიათ ისე აღნიშნონ, როგორც სურთ. იმის ნაცვლად, რომ მშობლებსა და შორეულ ნათესავებს ოფიციალურ ცერემონიაზე დასწრება სთხოვონ, ურჩევნიათ, დრო კლასელებთან და მეგობრებთან ერთად გაატარონ. სკოლის დამთავრების ცერემონიაზე დირექტორი და მასწავლებელი მოსწავლეებს შესაბამის მოწმობებს გასცემენ.

შვედეთი

სკანდინავიაში კურსდამთავრებულები მეზღვაურის მსგავს ქუდებს ატარებენ. ისინი, კლასელებთან ერთად, მღერიან და ცერემონიას მართავენ. შემდეგ მშობლები შვილების ბავშვობის უხერხულ ფოტოებს წარადგენენ ხოლმე. ზოგჯერ, მშობლები შვილებს სპეციალურ ლენტებს ამაგრებენ. ბოლოს, მოსწავლეები ქალაქის მასშტაბით გამართულ აღლუმში მონაწილეობენ ხოლმე.

იაპონია

იაპონელები თავიანთი კულტურული ტრადიციებით ყოველთვის ამაყობენ და გამონაკლისი, რა თქმა უნდა, არც სკოლის დამთავრების ცერემონიაა. საშუალო სკოლის ეტაპზე კურსდამთავრებულები ქორეოგრაფიულ ნომრებს ასრულებენ, მღერიან და მსვლელობას მართავენ. აქტივობისას მოსწავლეები ჩვეულ სასკოლო ფორმას ატარებენ. აღსანიშნავია, რომ ამერიკული კალენდრისგან განსხვავებით, იაპონური სკოლები გაზაფხულზე იწყება, ამიტომ სკოლა, ჩვეულებრივ, მარტში მთავრდება.

არგენტინა

სამხრეთ ამერიკის ამ ქვეყანაში სკოლის დამთავრებასთან ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ტრადიციაა დაკავშირებული. ამ დღეს სკოლაში კურსდამთავრებულებს საკვბს, მათ შორის, კეტჩუპს, სოუსსა და სიროფს უშენენ. როგორც ჩანს, ცალმხრივი სასურსათო ომია, რომელსაც ყველა მოუთმენლად ელის. რა თქმა უნდა, ეს უცნაური ტრადიცია ყველასთვის სახალისოა.

ფილიპინები

ისევე, როგორც იაპონიაში გამოსაშვები ცერემონია ფილიპინებშიც გაზაფხულზე იმართება. იქ კოლეჯის ქუდებითა და კაბებით დამთავრება ნორმად იქცა. რაც შეეხება გამოსაშვებ ტრადიციას, ფილიპინების ბევრი უმაღლესი სკოლა თითოეულ კურსდამთავრებულს გვირგვინით ამკობს, როდესაც ისინი დამამთავრებელ სერტიფიკატს იღებენ. ისინი ამას ქვეყნის ტროპიკული კლიმატისა და კულტურის წარმოსაჩენად აკეთებენ.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება