სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„დისციპლინა ნიშნავს ყველა მოსწავლის თანაბარ ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში“ - ნოღის საჯარო სკოლის მასწავლებელი ლინდა შულაია
10-04-2024
-
+


მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოღის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი ლინდა შულაია კარიერულ წინსვლაზე ორიენტირებული, სიახლეების მაძიებელი პიროვნებაა. მისთვის კლასში მნიშვნელოვანია დისციპლინის დაცვა, რასაც საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა აქტიური ჩართვით ახერხებს. მოსწავლეებს მუდამ საინტერესო, მრავალფეროვან და მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებულ აქტივობებს სთავაზობს.

ლინდა შულაია, etaloni-ge-ს ბლიც-კითხვებს პასუხობს:


- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...

- გადმოცემის კარგი უნარი უნდა ჰქონდეს, იყოს ტოლერანტული და სიახლეების მაძიებელი.


- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...

- ყველა მოსწავლის თანაბარ ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში.


- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...

- დღეს ჩვენი გაკვეთილი იქნება ძალიან საინტერესო და შემეცნებითი.


- აბიტურიენტი რომ ვიყო...

- მე თვითონ, დამოუკიდებლად მოვემზადებოდი გამოცდებისთვის.


- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...

- სიახლეების შემომტანი კლასში, ხალისიანი და მეგობრული.


- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...

- მოსწავლეების ამეტყველება ინგლისურ ენაზე უაქცენტოდ.


- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...

- ჰუმანიტარული საგნები.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება