სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ერთად მომავლისკენ“ - შაუმიანის N1, N2, N3 საჯარო სკოლების ერთობლივი სოციალური პროექტი
17-05-2024
-
+


მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბა შაუმიანის N1, N2, N3 საჯარო სკოლებმა ერთობლივად განახორციელეს სოციალური პროექტი - „ერთად მომავლისკენ“. 

პროექტი განხორციელდა ქართული ენის კონსულტანტ-მასწავლებლებლების ხელმძღვანელობით, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები ეროვნულ თავდაცვის აკადემიას ესტუმრნენ.

აკადემიაში სტუმრობისას მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია აკადემიის, საგანმანათლებლო პროგრამების, სტუდენტური ცხოვრების შესახებ და დაათვალიერეს აკადემია.

აღსანიშნავია, რომ ინტეგრაციის მიზნით, შეხვედრა მოეწყო ქართველ და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ იუნკერებთან.

მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაცია დაბა შაუმიანის შესახებ, რომელიც მდიდარია ღირსშესანიშნაობებით, გაიმართა დიალოგი.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე მცირე მუსიკალური ჩართვაც იყო და სასკოლო საზოგადოებას თავად იუნკერებმა უმღერეს.

აკადემიას პროექტის სახელით საჩუქრად გადაეცა მოსწავლის მიერ შესრულებული ნახატი - „საქართველო ჩემი სამშობლოა“.

აღსანშნავია ისიც, რომ მოსწავლეებმა ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი და მცხეთა მოინახულეს და მეტი ემოციებით აღივსნენ. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

„ექსპერტიზაზე 200 სკოლაა გადაგზავნილი... სამინისტრო ყოველდღიურად ვერ გამოითხოვს ინფორმაციას“ - რატომ ვერ ხერხდება პრობლემების დროულად გამოვლენა

 

584 ხელმოწერიდან არც ერთი აკმაყოფილებდა რეგლამენტით დადგენილ სტანდარტებს

საგამოცდო მასალებზე მომუშავე ექსპერტებისთვის ტრენინგი ჩაატარა

სკოლები დამატებით 10 მილიონი ლარით დაფინანსდება - 2026 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შედის

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2026 წლის საშემოდგომო მიღების საბოლოო შედეგები ცნობილია

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები
საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება