სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღე 9 მაისს აღინიშნება
09-05-2024
-
+


სამამულო ომში ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვებას საქართველოსა და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნები 9 მაისს აღნიშნავენ. თარიღი საქართველოს მთავრობის დადგენილებით უქმე დღედ არის გამოცხადებული. 

აღსანიშნავია, რომ გამარჯვების დღე განსხვავებულ თარიღებში აღინიშნება მსოფლიოს სხვდადასხვა ქვეყნებში. მაგალითად 8 მაისს აღინიშნება საფრანგეთში და ევროპის სხვა ქვეყნებში. უკავშირდება მეორე მსოფლიო ომში 1945 წლის 8 მაისს კარლჰორსტში ნაცისტური გერმანიის მიერ უსიტყვო კაპიტულაციის გამოაცხადებას.

9 მაისი აღინიშნება საქართველოში, რუსეთსა და პოსტსაბჭოთა სივრცის ზოგიერთ სახელმწიფოში მეორე მსოფლიო ომში ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების გამო. 1945 წლის 9 მაისს მოსკოვში წითელ მოედანზე გაიმართა ამ გამარჯვების აღსანიშნავი სამხედრო აღლუმი.

გთავაზობთ იმ ქვეყნების სიას, სადაც ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, 9 მაისს აღნიშნავენ: 

  • სომხეთი, ოფიციალურად აღინიშნება 1946 წლის 9 მაისიდან;
  • აზერბაიჯანი, ოფიციალურად აღინიშნება 1946 წლის 9 მაისიდან;
  • ბელარუსი, ოფიციალურად აღინიშნება 1946 წლის 9 მაისიდან;
  • პოლონეთი, ოფიციალურად აღინიშნება 1945 წლის 9 მაისიდან;
  • ბოსნია და ჰერცეგოვინა, ოფიციალურად აღნიშნავს 9 მაისს გამარჯვების დღეს, გამოცხადებულია არასამუშაო დღედ;
  • საქართველო, ოფიციალურად აღინიშნება 1946 წლის 9 მაისიდან;
  • გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა, 9 მაისი დასვენების დღედ იყო გამოცხადებული 1975-1990 წლებში;
  • გერმანია, 9 მაისი არაა აღიარებული უქმე დღედ. თუმცა, ყოფილი გდრ-ის ზოგიერთ არეალში ამ დღის აღნიშვნა მაინც გრძელდება.
  • ისრაელი, ოფიციალურად აღინიშნება 2000 წლის 9 მაისიდან;
  • ყაზახეთი, ოფიციალურად აღინიშნება 1947 წლის 9 მაისიდან, არასამუშაო დღე;
  • ყირგიზეთი, ოფიციალურად აღინიშნება 1946 წლის 9 მაისიდან;
  • მოლდოვა, ოფიციალურად აღინიშნება 1951 წლის 9 მაისიდან;
  • რუსეთი, ოფიციალურად აღინიშნება 1946 წლის 9 მაისიდან, არასამუშაო დღე იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის შაბათ-კვირას დაემთხვა (ამ შემთხვევაში უქმეა მომდევნო ორშაბათი);
  • სერბეთი, 9 მაისს გამარჯვების დღეს აღნიშნავს, თუმცა სამუშაო დღეა;
  • ტაჯიკეთი, ოფიციალურად აღინიშნება 1946 წლის 9 მაისიდან;
  • თურქმენეთი, ოფიციალურად აღინიშნება 1946 წლის 9 მაისიდან;
  • უკრაინა, ოფიციალურად აღინიშნება 1946 წლის 9 მაისიდან, არასამუშაო დღე იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის შაბათ-კვირას დაემთხვა (ამ შემთხვევაში უქმეა მომდევნო ორშაბათი);
  • გაერთიანებული სამეფო, 9 მაისს გამარჯვების დღეს აღნიშნავს HMS Belfast-ის ცერემონიალით.
  • უზბეკეთი, გამარჯვების დღე 9 მაისს ოფიციალურად აღინიშნებოდა 1946-1988 წლებში. 1999 წლიდან, დღესასწაული გადაკეთდა ხსოვნის დღედ
  • იუგოსლავია, 9 მაისს ოფიციალურად აღნიშნავდა ფაშიზმზე გამარჯვების დღეს.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება