| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

აჭარის ა/რ განათლების მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა, საქართველოს პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა, რომ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, სისტემური გამოწვევები კვლავ რჩება განათლებაში.
„არის ხოლმე, როცა პრობლემის იდენტიფიცირების შემდეგ, ვსახავთ გეგმას და ვიწყებთ ნაბიჯების გადაგმას, მაგრამ ისე არ გამოდის, როგორც გვქონდა დაგეგმილი“, - აღნიშნა ხაჯიშვილმა და დასძინა, რომ მიმდინარე წელს დაგეგმილი იყო 30 მასწავლებლის შერჩევა, მაღალმთიანი აჭარის სოფლებში, იმ ადგილებზე, სადაც გამოცხადებული ვაკანსიით ვერ შეირჩა მასწავლებელი.
მათთვის, დადგენილ ანაზღაურებასთან ერთად, სამინისტროს განსაზღვრული ჰქონდა ყოველთვიური 1000-ლარიანი დანამატი, მაღალმთიან აჭარაში სკოლაში მუშაობის შემთხვევაში.
„3-ჯერ გამოვაცხადეთ კონკურსი და 30 მასწავლებლიდან მხოლოდ 17 შევარჩიეთ.
ასე რომ, მიუხედავად იმისა, გვაქვს ხედვა, შესაბამისი ფინანსური რესურსი... დაინტერესება ვერ ხერხდება. ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტებთან ვთანამშრომლობთ და ვფიქრობთ, მომავალში მხოლოდ კურსდამთავრებულებზე კი არ გავაკეთოთ აქცენტები, არამედ დამამთავრებელი კურსის სტუდენტების შეყვანა შევძლოთ სისტემაში“, - განაცხადა აჭარის ა/რ განათლების მინისტრმა პარლამენტში.„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი
პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა
ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა