TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მართლმადიდებელი ეკლესია კვირაცხოვლობას, წმ. ანდრია პირველწოდებულის ხსენების და საქართველოს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულს ზეიმობს
12-05-2024
-
+


მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია დღეს კვი­რა­ცხოვ­ლო­ბას აღ­ნიშ­ნავს.

კვი­რა­ცხოვ­ლო­ბა აღ­დგო­მის დღე­სას­წა­უ­ლის გა­ნახ­ლე­ბაა. ამ დღი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ყო­ვე­ლი კვი­რა დღე აღ­დგო­მის დღე­სას­წა­უ­ლია, ამი­ტო­მაც მორ­წმუ­ნე­ე­ბი კვი­რა­ო­ბით ეკ­ლე­სი­ა­ში სა­დღე­სას­წა­უ­ლო წირ­ვა­ზე იკ­რი­ბე­ბი­ან.

კვი­რა­ცხოვ­ლო­ბას ასე­ვე თო­მას კვი­რა ეწო­დე­ბა. წმინ­და სა­ხა­რე­ბის მი­ხედ­ვით, აღ­დგო­მის დღეს, სა­ღა­მოს, მა­ცხო­ვა­რი თა­ვის მო­წა­ფე­ებს გა­მო­ე­ცხა­და და თა­ვი­სი ჭრი­ლო­ბე­ბი უჩ­ვე­ნა. თომა მო­ცი­ქუ­ლი ამ შეხ­ვედ­რას არ ეს­წრე­ბო­და, რო­დე­საც ეს ამ­ბა­ვი შე­ი­ტყო, თქვა, სა­ნამ სა­კუ­თა­რი თვა­ლით არ იხი­ლავ­და იე­სოს, მის აღ­დგო­მას არ და­ი­ჯე­რებ­და.

აღ­დგო­მი­დან მერ­ვე დღეს, ისევ კვი­რა სა­ღა­მოს, მა­ცხო­ვა­რი კვლავ გა­მო­ე­ცხა­და მო­წა­ფე­ებს. ამ­ჯე­რად თომა მო­ცი­ქუ­ლის თან­დას­წრე­ბით. უჩ­ვე­ნა ჭრი­ლო­ბე­ბი და უთხრა, ხე­ლით შე­ხე­ბო­და, რათა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი­ყო. თომა მო­ცი­ქუ­ლი მუხ­ლებ­ზე და­ე­ცა, თაყ­ვა­ნი სცა მა­ცხო­ვარს და თქვა: "უფა­ლი ჩემი და ღმერ­თი ჩემი". იგი პირ­ვე­ლი იყო მო­წა­ფე­თა შო­რის, რო­მელ­მაც სრუ­ლი­ად აღი­ა­რა იესო ქრის­ტეს ღვთა­ებ­რი­ვი ბუ­ნე­ბა. უფალ­მა კი უპა­სუ­ხა, რომ ნე­ტარ იქ­ნე­ბი­ან ისი­ნი, ვი­საც არ უხი­ლავს და იწა­მა.

დღეს ასევე, მართლმადიდებლები ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესა და საქართველოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულს ზეიმობენ.

წმინდა სინოდმა 2018 წელს მიიღო გადაწყვეტილება, 12 მაისი საქართველოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღედ დადგენილიყო და ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადებულიყო. პარლამენტმა კი 2019 წელს დაამტკიცა და სწორედ ამ დროიდან დაწესდა ეს დღესასწაული. მანამდე კი მხოლოდ ანდრია მოციქულის ხსენების დღე აღინიშნებოდა. 

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, 2 ათასი წლის მანძილზე ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის რწმენამ დიდწილად განსაზღვრა საქართველოს თვითმყოფადობა, კულტურა და ისტორია. საქართველოს მოსახლეობისთვის ღვთისმშობლის წილხვდომილობა წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს მოვლენას და შესაბამისად - ეროვნულ დღესასწაულს.

რაც შეეხება, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს, სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე მას ღვთისმშობელმა მოუწოდა და ამცნო, რომ წმ. ანდრიას ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა. წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა. წმინდა მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა.

12 მაისი საქართველოში უქმე დღედ არის გამოცხადებული.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება
სკოლები

მოსწავლეებმა პრეზენტაციები მოამზადეს და მასწავლებლებსა და თანატოლებს წარუდგინეს

მოსწავლეები არაერთ საინტერესო, სახალისო თუ სასწავლო-შემეცნებით აქტივობაში ჩაერთნენ

მოსწავლეებისთვის საინტერესო, სასწავლო-შემეცნებითი გასვლითი აქტივობა მოეწყო

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება