TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საგრანტო ქულის გამოთვლის წესი აბიტურიენტებისთვის და პრიორიტეტული წონა საგნების მიხედვით
12-05-2024
-
+


აბიტურიენტის აბსოლუტური (საგრანტო) ქულა გამოითვლება შემდეგი წესის დაცვით:

ა) აბიტურიენტის მიერ თითოეული საგნის საგამოცდო ტესტში მიღებული ქულა, ფსიქომეტრული პარამეტრების მიხედვით, განთავსდება ერთ საერთო სტანდარტულ სკალაზე და მიიღება საგნის სკალირებული ქულა;

ბ) აბიტურიენტის მიერ მიღებული სკალირებული ქულა მრავლდება შესაბამის საგამოცდო საგნის წონაზე და მიიღება კონკრეტული ქულა;

გ) აბიტურიენტის კონკრეტული ქულების შეკრებით მიიღება აბსოლუტური ქულა.

აბიტურიენტი, მისი აბსოლუტური ქულის შესაბამისად, სახელმწიფო სასწავლო გრანტს იღებს მის მიერ ჩაბარებული საგამოცდო საგნისთვის გამოყოფილი თანხის ფარგლებში.

საქართველოს მთავრობის მიერ აკადემიური პროგრამისათვის დადგენილი გრანტის წლიური მოცულობა იყოფა 10 ნაწილად შემდეგი საგნებისათვის:

• ა.ა) მათემატიკა;
• ა.ბ) ბიოლოგია;
• ა.გ) ქიმია;
• ა.დ) ფიზიკა;
• ა.ე) სამოქალაქო განათლება;
• ა.ვ) ისტორია;
• ა.ზ) გეოგრაფია;
• ა.თ) ლიტერატურა;
• ა.ი) სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;
• ა.კ) ზოგადი უნარები.

მათემატიკის, ბიოლოგიის, ქიმიის, ფიზიკისა და ზოგადი უნარების საგნებისათვის განსაზღვრულია პრიორიტეტული წონა - 1.4, ხოლო დანარჩენი საგნებისათვის პრიორიტეტული წონაა 1.

საქართველოს მთავრობის მიერ აკადემიური პროგრამისათვის დადგენილი გრანტის წლიური მოცულობის 5% თანაბრად ნაწილდება თითოეულ საგანზე, ხოლო 95% პროპორციულად ნაწილდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ზემოაღნიშნული საგნებისათვის გამოცხადებული ადგილების რაოდენობის შესაბამისად, საგნებისათვის მინიჭებული პრიორიტეტული წონის
გათვალისწინებით. ამ მიზნით გამოითვლება თითოეული საგნისათვის გამოცხადებული აწონილი ადგილების რაოდენობა, რისთვისაც თითოეული საგნისათვის გამოცხადებული ადგილების რაოდენობა მრავლდება შესაბამის წონაზე, შემდეგ კი აკადემიური პროგრამებისათვის დადგენილი გრანტის წლიური მოცულობის 95% საგნებზე გადანაწილდება თითოეული საგნისათვის გამოცხადებული აწონილი ადგილების პროპორციულად.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება